მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა თქვა, რომ მისი გუნდი ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი აღარაა.კაიზერ ფრანცმა ჩემპიონობის მოპოვების მთავარ პრეტენდენტად დორტმუნდის "ბორუსია" დაასახელა.
"ბაიერნს" ის სიმსუბუქე არ ყოფნის, რომელიც პირველ წრეში ჰქონდა. მაშინ მისი გამარჯვება თითქოს თავისთავად ნაგულისხმები რამ იყო, მოთამაშეების ნაკრების გათვალისწინებით. თუმცა ახლა ეს სიმსუბუქე იურგენ კლოპის შეგირდების თამაშში შეინიშნება.
ამ უკანასკნელს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა ვუთხრა: იურგენ, ახლა შენი გუნდი მთავარი ფავორიტია, რადგან სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ქვეყნის ჩემპიონიცაა", - განაცხადა ბეკენბაუერმა.


