უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველ სვენ ბენდერის გარეშე მოუწევს გარჯა. 22 წლის ფეხბურთელი "ნიუნბერგთან" ამასწინდელ მატჩში უხეში ვარდნის მსხვერპლი გახდა და კოჭი დაიშავა.
გერმანიის ჩემპიონატის ლიდერის წამყვანი ჰავბეკის დაბრუნებას 18 თებერვალს "ჰერტასთან" შეხვედრისთვის ელიან, მაგრამ შესაძლოა ბენდერს უქმად ყოფნამ "ჰანოვერთან" 26 თებერვალს მატჩამდე მოუწიოს.


