ლონდონის "ჩელსიმ" თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ირწმუნება, რომ ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნებისმიერ ამინდში შედგება."სტემფორდ ბრიჯის" სატდიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია თოვლისგან უკვე გაწმენდილია. ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. შეხვედრა თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.


