არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
რობინ ვან პერსი საუკეთესოთა შორის
13:33 07-02-2012
"ბლექბერნთან" შეხვედრამდე რობინ ვან პერსისა და მის ლეგენდარულ თანამემამულე დენის ბერგკამპს "არსენალის" მაისურით თანაბარი რაოდენობით გოლი, 120-120 ჰქონდათ გატანილი.

მოგეხსენებათ, რობინმა "ვარდებთან" ჰეთთრიკი შეასრულა და ამ შედეგით "მეთოფეთა" ყველა დროის სნაიპერებს შორის მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

პირველზე, რა თქმა უნდა, განუმორებელი ტიერი ანრია, ვისაც ვან პერსიმ ერთი გოლი ამ შეხვედრაშიც გაატანინა. მაშ ასე, ათეული ასე გამოიყურება:

1. ტიერი ანრი 228 (375 თამაში); 2. იან რაიტი 185 (288); 3. კლიფ ბასტინი 178 (396), 4. ჯონ რედფორდი 149 (481); 5. ჯიმი ბრაენი 139 (232), 6. ტედ დრეიკი 139 (184), 7. დაგ ლიშმენი 137 (244); 8. ჯო ჰალმი 125 (374); 9. დევიდ ჯეკი 124 (156); 10. რობინ ვან პერსი 123 (238).

ტრავმები სენტ ჯეიმს პარკზე
"ნიუკასლმა" გულშემატკივარს აცნობა, რომ "ასტონ ვილასთან" ტრავმირებული ფეხბურთელების რაიან ტეილორისა და ლეონ ბესტის მდგომარეობა მართალია მსუბუქი არ არის, მაგრამ არც ყველაზე უარესი ვარაუდები გამართლდა. პირველს გაშლილი ფეხი სტინ უორნოკმა პირდაპირ კოჭში ჩაარტყა და ამის მიუხედავად ყვითელი ბარათიც კი არ მიუღია. ბედშავი ტეილორი მოედნიდან საკაცით გაასვენეს.

რამდენი ხანი გაუცდება მას, ჯერჯერობით უცნობია. მუხლი დაიზიანა, თუმცა დამოუკიდებლად შეძლო მოედნის დატოვება ლეონ ბესტმა.

ექიმები შიშობდნენ, რომ მას ჯვარედინი მყესები ექნებოდა გაწყვეტილი, თუმცა გუშინ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაჭიმულობაა. ბესტს სამკურნალოდ თვე-ნახევარი დასჭირდება.

ჰოჯსონს საფრთხე ემუქრება
"დეილი ტელეგრაფის" ცნობით, იმის გამო, რომ "ვესტ ბრომვიჩი" შინ ამაზრზენად თამაშობს და მიმდინარე სეზონში შინ უკვე მე-8 თამაში წააგო, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ულტიმატუმი წაუყენა. 64 წლის სპეციალისტი გამოასწორებს შედეგებს ან თანამდებობას გამოეთხოვება. მომდევნო ტურში "ვულვზთან" წაგება მას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 1(4), 100 კვ.მ. სუფთა გისოსები, ინტერნეტი, კომუნიკაციები,...
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(8), სუფთა I მ/რ, კუთხის, ნათელი ბინა,რკინის...
2-ოთახიანი, 4(12), 43 კვ.მ. გარემონტებული აივანი, ბ/აირი, ინტერნეტი, მიშენება, მ/წყალი,...
3-ოთახიანი, მე-3 სართ., 100 კვ.მ. ევრორემონტი წაღვერში, არჯევანიძის ტყეში, იზოლირებულ,...
3 სართულიანი, 270 კვ.მ. ახალი რემონტი აგარაკი მუხათწყაროში, ბუხრით, ბ/აირით,...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ტელ: 599180757
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...