არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ასოციაცია ფაბიო კაპელოს წინააღმდეგ
15:11 07-02-2012
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლები 3 თებერვალს ნაკრების კაპიტან ჯონ ტერის დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ რასისტული სკანდალის დასრულებამდე მას კაპიტნობა ჩამოერთვა.

მათ ეს ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ სურდათ, "ბრალდების შემდეგ საზოგადოების მხრიდან ფეხბურთელზე ზეწოლა შერბილებულიყო".

ტერის შემდეგ გადაწყვეტილების შესახებ ნაკრების თავკაცსაც აცნობეს. ასოციაციის ხელმძღვანელობამ საქმე ისე მოაგვარა, რომ ფაბიო კაპელოსთვის აზრი არ უკითხავს, რის გამოც იტალიელმა სპეციალისტმა წყენა არ დამალა და განაცხადა, რომ ასოციაციას მასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მსგავსი საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება არ ჰქონდა. იტალიელმა იქვე დაამატა, ჯონი ჩემთვის ისევ კაპიტნად რჩებაო.

"მე არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე დევიდ ბერნშტეინს (ასოციაციის პრეზიდენტი. რედ.) და ვუთხარი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამის გაკეთება არასამართლიანი იყო. გაიმართება სასამართლოს სხდომა, რომელიც გაარკვევს, დამნაშავეა თუ არა ჯონი ამ საქმეში, იქამდე კი უკეთესი იქნებოდა, რომ ფეხბურთელს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება გაეგრძელებინა," - ამბობს კაპელო.

ასოციაციაში კი პირიქით ფიქრობენ, რომ ფაბიო კაპელომ ნაკისრი ვალდებულებები თავად დაარღვია, რის გამოც პასუხისგება მოუწევს.

ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ასოციაციის ყოფილი დირექტორის დევიდ დევისის თქმით, ინგლისური ფეხბურთის ხელმძღვანელობა კაპელოს საჯარო განცხადებით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.

"დიახ, ჩემთვის ასოციაციის ხელმძღვანელთა პოზიცია ცნობილია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ველაპარაკე და ვიცი, რომ საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ. ეს ორგანიზაცია კოლექტიურად აგებს პასუხს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუკი მას საჯარო მსჯელობის თემად არ ვაქცევთ. არ ვიცი, რა სანქციები ელის კაპელოს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი იქნება," - განუცხადა BBC-ის დევისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 1(4), 100 კვ.მ. სუფთა გისოსები, ინტერნეტი, კომუნიკაციები,...
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(8), სუფთა I მ/რ, კუთხის, ნათელი ბინა,რკინის...
2-ოთახიანი, 4(12), 43 კვ.მ. გარემონტებული აივანი, ბ/აირი, ინტერნეტი, მიშენება, მ/წყალი,...
3-ოთახიანი, მე-3 სართ., 100 კვ.მ. ევრორემონტი წაღვერში, არჯევანიძის ტყეში, იზოლირებულ,...
3 სართულიანი, 270 კვ.მ. ახალი რემონტი აგარაკი მუხათწყაროში, ბუხრით, ბ/აირით,...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ტელ: 599180757
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...