აი, საქმეში ვალერი დიუფიც ჩაერია! ვალერი დიუფი "ბლექბერნის" სენეგალელი თავდამსხმელის ელ-ჰაჯი დიუფის მეუღლეა, რომელმაც გაზეთებში ნახა ფოტო, რომელზეც მისი ქმარი ჯენიფერ ტომპსონთან ერთად იყო გადაღებული. ბოლტონელი მეძავის ჯენი ტომპსონის ვინაობის შეხსენება, ვფიქრობ აღარავისთვის არის საჭირო, მაგრამ მაინც: ეს ის ქალია, ვისთანაც უეინ რუნი ფეხმძიმე ცოლს ღალატობდა. ერთი სიტყვით, ვალერიმ მეძავთან გადაღებული ქმრის ფოტო ნახა და... მეძავს სულ ძუკნა ეძახა. "მე ეს გოგო ვიცი, კახპაა. ის ძუკნაა, რომელიც ჩემი ფეხის მტვრადაც არ ღირს".
29 წლის ელ-ჰაჯისა და ვალერის ორი შვილი ჰყავთ. მათი ოჯახის მავანმა ახლობელმა ტაბლოიდებს ასე უთხრა: "ვის უხარია თავისი ქმრის მეძავთან გადაღებული ფოტოს ნახვა? გარწმუნებთ, ვალერი ელ-ჰაჯის ამის გამო აჩვენებს სეირს".
ამასთან "სანი", როგორც პატიოსანი გაზეთი აზუსტებს, რომ ასეთი ფოტოს არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ დიუფს ჯენი ტომპსონთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც ამის შესახებ თავად ფეხბურთელს ჰკითხეს მან გინებით უპასუხა: "წადით თქვენი... სულ არ მაინტერესებს რას იტყვის ჩემს შესახებ ხალხი".
მაგრამ, დიუფისგან განსხვავებით საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია კოლინ რუნისთვის, რომელიც ერთი უხეში ოჯახური სცენით ამ ისტორიას ვერ ამოწურავს. თან, როგორი შესაგუებელია, შენი უკლებლივ ყველა ნაბიჯი და ფიქრიც კი მთელი ქვეყნისთვის რომ ხდება ცნობილი. ასე მაგალითად, დღეს უკვე მთელმა ინგლისმა იცის, რომ კოლინი და უეინი მეორე შვილის გაჩენას აპირებდნენ (ვაჟი სახელად კაი წყვილს ათი თვის წინ შეეძინა), მაგრამ "მეძავური თავგადასავლების" გამო ახლა ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. აღსანიშნავია, რომ კოლინ რუნის ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი უდგას. ის, რომ ქმარმა უღალატა, შეარცხვინა და ამის გამო ყოველ დღე გაზეთების პირველ გვერდებზეა გამოჭიმული ერთია, მაგრამ ამას ემატება მეორე - მისი ავადმყოფი 12 წლის და როზი კომაშია და საქმე სიკვდილ-სიცოცხლეზეა მიმდგარი.
კოლინის დის ამბავი "ლელოს" მკითხველმა დიდი ხანია იცის. ბავშვი მძიმე სნეულების გამო რა ხანია ლოგინსაა მიჯაჭვული. როგორც კოლინის მეგობრები ამბობენ, ახლა მისთვის მთავარი დის ჯანმრთელობაა და ძირითადად სახლსა და საავადმყოფოს შორის მიდი-მოდის. ერთ-ერთმა ახლობელმა ტაბლოიდებს განუცხადა, რომ მისის რუნი განუწყვეტლივ ტირის, მაგრამ მაინც ახერხებს როზისთან პალატაში მისვლას.
"კოლინის მშობლებმა არ იციან რას გადაწყვეტს მათი შვილი, ქმერს გასცილდება თუ კაის ხათრით შეურიგდება, მაგრამ ერთი ფაქტია, მათთან უეინი ვეღარასოდეს მივა. ისინი რუნის თავიანთი ოჯახის წევრად ვერასოდეს მიიჩნევენ", - თქვა მან.
მეორე ახლობელმა დასძინა: "კოლინი ისეთი განადგურებულია, რომ ვერც ჭამს და ვერც ძინავს".
და, რასაკვირველია, პაპარაცებმა სცადეს განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინათ თავიანთ საყვარელ თემაზე - უკეთია თუ არა კოლინ რუნის ქორწინების ბეჭედი. ჭკვიანმა ქალმა თითი მოხერხებულად,ჩანთით დამალა.
განყოფილებები
ვალუტის კურსი
04-02-2012
|
1
|
EUR
|
2.1988
|
|
100
|
RUB
|
5.5188
|
|
1
|
USD
|
1.6688
|
ამინდი
თელავი
6
-
12
°C
ქუთასი
3
-
9
°C
თბილისი
-5
-
1
°C
04-02-2012
ავტორები
ბოლო კომენტარები
16:03 04-02-2012
მოკლედ ხალხო. ერთი რამის თქმა შეიძლება მხოლოდ: მაგარ მძღ.... ში...
13:42 04-02-2012
13:35 04-02-2012
სასოწარკვეთილი დიასახლისები
16:54 08-09-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის...
ბედიის ტაძარში ქართველი მეფის...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა
22:36 / 31-01-2012
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა...
გამოკითხვა
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:21 / 04-02-2012
გაზეთ "ყველა სიახლის" სპეციალური...
11:54 / 04-02-2012
მადონას ახალი ნამუშევარი 24...
17:43 / 03-02-2012
მედიკოსები განმარტავენ რომ ანტიდეპრესანტები ...
ამბობს, რომ წიგნს საოცარი განცდები მოაქვს....
ქართული ტრადიციული კერძების ისტორია ჯერ კიდევ...
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა მარილი". არადა, სახლში...


