არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
მილანი და რობინიო 4 წლით
23:32 31-08-2010
საქმე ასე იყო: ზლატან იბრაჰიმოვიჩის ერთწლიანი იჯარით დამატების შემდეგ, "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანი გუნდის შეტევის უფრო მეტად გაძლიერების სხვა გზებზე დაფიქრდა და არჩევანი რობინიოზე შეაჩერა. გავითვალისწინოთ, რომ "როსონერის" შემადგენლობაში იმ მომენტისთვის, სიჭაბუკეშივე მრისხანე ფორვარდად ქცეული ბრაზილიელი პატუც ირიცხებოდა, უგამოცდილესი და უბერებელი ვეტერანი ფილიპო ინძაგიც და გასულ სეზონში აშკარად გამოცოცხლებული მარკო ბორიელოც. არც რონალდინიოა დასავიწყებელი – ამ ვირტუოზსაც ეხერხება გამოკვეთილ ფორვარდად თამაში...

ამდენად, რობინიოს დამატებით "მილანის" სახელფასო ფონდი კრიტიკულ ზღვარს გადაცდებოდა, თანაც ჩამოთვლილი ექვსი ფორვარდიდან სულ ცოტა ოთხს სათადარიგოთა სკამის ხეხვა მოუწევდა. ინძაგის შემთხვევაში საქმე გარკვეულია – "სუპერპიპო" შეცვლაზე შესვლებს მიჩვეულია, ასეთ პირობებში გოლები უფრო ხშირადაც კი გააქვს, თანაც ინძაგი ახლანდელი "მილანის" ერთგვარი სიმბოლოცაა. პატუზე ლაპარაკი ზედმეტია – ეს ბიჭი "მილანის" მომავალიაო, ამბობენ ამ გუნდის ქომაგები. ზლატანი ახალმოსულია, რონალდინიო – ხელშეუხებელი. ვინ რჩება? ბორიელო!

გალიანიმ ბევრი იფიქრა, თუ სად გაეშვა ბოლო სეზონში 26 მატჩის ჩამტარებელი და 14 გოლის გამტანი ბორიელო. საბოლოოდ თავის ტურინელ კოლეგებს დაუკავშირდა და მათ საიჯარო ოპერაციაზე შეუთანხმდა. ისე გამოდიოდა, რომ ერთი წლით მოსული "იბრა" "წითელ-შავ" გუნდში ერთი წლითვე "იუვენტუსში" განათხოვრებული ბორიელოს ადგილს დაიკავებდა, "მილანი" კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტისგან" რობინიოს დაიმატებდა. თითქოსდა, ყველაფერი კარგადაა და მრავალსვლიანი კომბინაციაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა. მაგრამ...

მარკო ბორიელოში ნეაპოლელმა გაიღვიძა. ამაყმა სამხრეთელმა თქვა: "ბავშვი და დამწყები არ ვარ, რომ ჩემი თავი ვიღაცას ჩემს დაუკითხავათ მიაქირაოთ. თუ წასვლაა, საბოლოოდ წავალ, თორემ იჯარა რა არის, ჩემზე კარგად დუნიაზე არავის გაეგება".

მარკოს უნდა დავუჯეროთ, სხვა გზა არ არის – პირველად იგი "ტრევიზოს" მიერ "ტრიესტინაში" განათხოვრდა, ხოლო შემდეგ "მილანის" საკუთრება გახდა და აი მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო: "როსონერიმ" ბორიელო ჯერ "ემპოლის" ათხოვა, მერე "რეჯინას", მერე "სამპდორიას", მერე "ტრევიზოს"... შთამბეჭდავი ჩამონათვალია და ძნელი მოსაძებნია მსგავსი კარიერის პატრონი სხვა ფეხბურთელი. სამი წლის წინათ კი მასზე უფლებების ნაწილი "ჯენოამ" იყიდა და მიუხედავად ამისა, "მილანი" ბორიელოს კვლავ უპირებდა დროებით გასხვისებას.

მართალია, ეს "იუვენტუსი" უნდა ყოფილიყო და არა "ტრევიზო" ან "ემპოლი", მაგრამ ბორიელო თავმოყვარეობამ შეაწუხა.

არადა, როცა მარკომ პროტესტი სახალხოდ გამოთქვა, "მილანი" და "სიტი" რობინიოს თაობაზე უკვე მორიგებულნი იყვნენ, ხოლო ბრაზილიელი დრიბლიორი ლომბარდიის მთავარ ქალაქში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა და კონტრაქტზე ავტოგრაფის დატოვებისთვის ემზადებოდა. ბორიელოს ურჩობამ საფრთხის ქვეშ მთელი კომბინაცია დააყენა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა "რომა".

დედაქალაქელმა "მგლებმა" რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ უფრო მწვავე ცაიტნოტში აღმოჩენილ "მილანს" 15 მილიონი ევრო გადაურიცხეს, მარკო ბორიელო დაიმატეს და მექანიზმიც ისე ამუშავდა, როგორც ეს დიდმა კომბინატორმა ადრიანო გალიანიმ ჩაიფიქრა.

ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ბორიელო სრულფასოვანი კონტრაქტით "რომას" შეუერთდა; "სიტიმ" რობერტო მანჩინის მიერ ათვალწუნებული რობინიო მოიშორა და ბედნიერმა (და ჭირვეულმა) ბრაზილიელმა თავისი ბედი "როსონერის" ოთხი წლით დაუკავშირა; "მილანმა" კლას-იან ჰუნტელარი "შალკეს" მიჰყიდა და რობინიოს შესაძენი თანხა შეავსო. სავარაუდოდ, "ჯენოამ" ბორიელოზე თავისი უფლებები საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძეში გაცვალა; ხოლო "მილანმა" ისეთი შეტევის ხაზი მიიღო, რომლის შემადგენლობის ჩამოთვლისას ნებისმიერ მეკარეს მუხლები აუკანკალდება – ალეშანდრე პატუ, ფილიპო ინძაგი, რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობინიო!

მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის წინაშე რთული ამოცანა დგას: როგორი საქმეა, ასეთი თანავარსკვლავედიდან ვიღაცას სათადარიგოთა სკამისკენ უნდა მიუთითო?! ეს პრობლემები მოსაგვარებლად მწვრთნელს დავუტოვოთ, ჩვენ კი, წესითა და რიგით, ისეთი "მილანის" ხილვის პრეტენზია უნდა გაგვიჩნდეს, როგორზეც მისი ფანები ბოლო წლებში მხოლოდ ოცნებობდნენ.
mushkuda
21:36 11-09-2010
საღოლ ხალხო მაგარი სტატიებია მიაწექით და მაგარ საიტს გააკეთებთ.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 1(4), 100 კვ.მ. სუფთა გისოსები, ინტერნეტი, კომუნიკაციები,...
1.5-ოთახიანი, მოსკოვის პრ. 7(8), სუფთა I მ/რ, კუთხის, ნათელი ბინა,რკინის...
2-ოთახიანი, 4(12), 43 კვ.მ. გარემონტებული აივანი, ბ/აირი, ინტერნეტი, მიშენება, მ/წყალი,...
3-ოთახიანი, მე-3 სართ., 100 კვ.მ. ევრორემონტი წაღვერში, არჯევანიძის ტყეში, იზოლირებულ,...
3 სართულიანი, 270 კვ.მ. ახალი რემონტი აგარაკი მუხათწყაროში, ბუხრით, ბ/აირით,...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ტელ: 599180757
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...