არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2012 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 1234
ვალუტის კურსი
08-02-2012
EUR
1
EUR
2.1915
RUB
100
RUB
5.5436
USD
1
USD
1.6679
ამინდი
თელავი -2 - 8 °C
img
ქუთასი -4 - 5 °C
img
თბილისი -7 - -3 °C
img
08-02-2012
ბოლო კომენტარები
LIVESCORE.in
პრეციოზი თავს იზღვევს
19:39 02-09-2010
მას შემდეგ, რაც კახა კალაძე "ჯენოაში" გადავიდა, გენუური კლუბის მიმართ ჩვენი ინტერესი ერთი-ორად გაიზარდა. სატრანსფერო ბაზარზე "ჯენოას" მესვეურებმა მეტად იაქტიურეს, რამაც გულშეწმატკივრებს იმედები ჩაუსახა, რომ გუნდი ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. ასეთმა მოლოდინმა კლუბის პრეზიდენტი ცოტა არ იყოს შეაშინა, რაზეც მისი კომენტარი მეტყველებს. მოვუსმინოთ ენრიკო პრეციოზის:

"სიმართლე გითხრათ, ცოტა მაშინებს ის აჟიოტაჟი, რომელიც გულშემატკივრებში შეინიშნენება. ყველა იმაზე საუბრობს, რომ ასეთი შემადგენლობით ოთხეულში მოხვედრას შევძლებთ, თუმცა მე ასე გადაჭრით ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ჩემი აზრით, არის ექვსი-შვიდი კლუბი, რომლებსაც თანაბარი შანსი აქვთ ლიგის საგზური მოიპოვონ და მხოლოდ მათ შემდეგ მოვდივართ ჩვენ. პესიმისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ არც ის მინდა, რომ საზეონის დასრულების შემდეგ ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩეთ. ისე კი, ახალწვეულების დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებენ".

პრეციოზიმ სალვატორე ბოკეტის "რუბინში" გასხვისების შესახებაც ისაუბრა: "ამ ტრანსფერმა ყველა გააკვირვა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშოდ შორეულ რუსეთში გადაბარგდა. ყაზანელთა წინადადებაზე ბევრი იფიქრა და როდესაც გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ ინერვიულა კიდეც, მაგრამ არაუშავს, დაწყანრდება, მას ხომ ოთხჯერ უფრო მეტს გადაუხდიან, ვიდრე ჩვენ ვუხდიდით. ერთი ფეხბურთელი კი აუცილებლად უნდა გაგვეყიდა, რათა ფინანსური მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. ბალანსის დაცვა ყველაფერში მნიშვნელოვანია, მათ შორის ფინანსურ ოპერაციებშიც".


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
22:07 / 17-01-2012
ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა