საფრანგეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ ვუვუზელები აკრძალა. ეს აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ ლიგა 1-ის მატჩებზე ვრცელდება, თუმცა შემდგომში, შესაძლოა, ხსენებული "მუსიკალური" ინსტრუმენტის აჟღერებას ტაბუ სრულიად ფრანგული ფეხბურთის მასშტაბით დაედოს.
"აკრძალვის იდეა კარგა ხნის წინათ, ჯერ კიდევ სამხრეთაფრიკული მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გაჩნდა, მაგრამ ახლა ოფიციალური გადაწყვეტილებაა მიღებული, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. აკრძალვა უსაფრთხოების მოსაზრებებითაა ნაკარნახევი, რადგან სტადიონის ტრიბუნებზე ვუვუზელების სროლას შეიძლება სავალალო შედეგი მოყვეს და მაყურებელთა ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს", - აღნიშნა საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
აქვე ერთ საინტერესო ფაქტსაც მოგახსენებთ: საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, "პარი სენ-ჟერმენისა" და "სენტ-ეტიენის" მატჩისას, "პარკ დე პრენსის" ტრიბუნებზე შეკრებილ მცირერიცხოვან მაყურებლებს ვუვუზელები ურიგდებოდა – ეგებ, მათ ხმაურს აენაზღაურებინა სტადიონის სიცარიელეო...
საინტერესოა, რომ ვუვუზელები თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აკრძალა, ინგლისი კი უფრო დემოკრატიულად მოიქცა და ამ ზულუსური საყვირების სტადიონზე შეტანა მხოლოდ საფეხბურთო კლუბების, როგორც კერძო ორგანიზაციების მიერ იკრძალება.
განყოფილებები
ვალუტის კურსი
09-02-2012
|
1
|
EUR
|
2.2122
|
|
100
|
RUB
|
5.6168
|
|
1
|
USD
|
1.6678
|
ამინდი
თელავი
-2
-
8
°C
ქუთასი
-4
-
4
°C
თბილისი
-7
-
-2
°C
09-02-2012
ავტორები
ბოლო კომენტარები
18:50 08-02-2012
გენაცვალეტტტტ მაგარი ხარ ნიკკკკკ უნდა გვასახელოოო
17:39 08-02-2012
16:07 08-02-2012
15:52 08-02-2012
აკრძალულია ვუვუზელა!
18:20 13-08-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ,...
შვეიცარიული კომპანია SICPA Security...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა
22:36 / 31-01-2012
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა...
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
13:37 / 08-02-2012
ფერარის შექმნას ხელოვანმა 10...
11:58 / 08-02-2012
მომღერალი ხოტბას ასხამს პუტინს...
ამბობს, რომ წიგნს საოცარი განცდები მოაქვს....
ქართული ტრადიციული კერძების ისტორია ჯერ კიდევ...


