არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
კაპელო გამოსავლის ძიებაში
11:44 09-09-2011
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ფიფას რეიტინგში 117-ე ადგილზე მყოფ უელსთან არადამაჯერებელი გამარჯვებით უკმაყოფილო დარჩა.

მაესტრომ ხაზი გაუსვა, რომ მის შეგირდებს უპირველესად ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნათ, ხოლო მატჩის წინა მოთელვაზე შეამჩნია, რომ ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ იყო კონცენტრირებული.

ზოგიერთმა ტრიბუნების ზეწოლას ვერ გაუძლოო. იქვე მან ყველას მიანიშნა, რომ ამის აღმოსაფხვრელად მზადაა, მოთამაშეთა ნაწილს დაემშვიდობოს და ნაკრებში უფრო გაწონასწორებულებს უხმოს. იტალიელი ვარაუდობს, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე წარუმატებელმა გამოსვლამ ფეხბურთელებს დიდი დაღი დაასვა, რაც მათ ფსიქიკაში ღრმად არის დალექილი.

"რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს მატჩის დაწყებამდე მივხვდი, - თქვა დონ ფაბიომ. - მიყვარს მატჩის წინა მოთელვის ყურება, რადგან დაკვირვების საფუძველზე ხშირად მიწინასწარმეტყველებია, თუ რა მოხდებოდა შეხვედრაში. რას მივხვდი? მოდი, შევთანხმდეთ, რომ ეს ჩემი და ფეხბურთელების საიდუმლოდ დარჩება.

ვიცოდი, რომ რთული შეხვედრა გველოდა. ყველა მცდელობა ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე და პირველი ტაიმის შემდეგაც, ფუჭი აღმოჩნდა. ვერაფრის შეცვლა ვერ მოვახერხე. არადა, ვცადე, დავლაპარაკებოდი ფეხბურთელებს. მთავარი პრობლემა მათ თავებში იყო.

ხანდახან მართლა ვერ ვხვდები რა ხდება ხოლმე მათში. კარგად სულ 20 წუთი ვითამაშეთ, კი, მაგრამ რატომ არ უნდა გვეთამაშა იმავე დონეზე მთელი მატჩი? აი, სწორედ ამას ვერ ვიგებ. როცა ამის დროს მოვა ფეხბურთელებს კიდევ დაველაპარაკები, რადგან შეიძლება ისინი კარგად გამოიყურებოდნენ ვარჯიშებზე, ყველაფერს აკეთებდნენ რასაც ვავალებ, მაგრამ მატჩი დაიწყება თუ არა გადასხვაფერდნენ. იმედია, შევძლებ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
არასტანდარტული პრ. 1(3), 28 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი საჭირო ავეჯით,...
1700 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გლდანი-მუხიანის გასაყართან, გზის ფასადი...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 5(9), 60 კვ.მ. სუფთა ბ/აირი, ინტერნეტი, მ/წყალი, რკინის...
4-ოთახიანი, ჩეხური პრ. მე-2 სართ., ევრორემონტი უმაღლესი რემონტით, ცენტრალური გათბობით,...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 3(13), 107 კვ.მ. სუფთა ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
სასწრაფოდ! არასტანდარტული პრ. 60 კვ.მ. გარემონტებული ბ/აირი, ინტერნეტი, კონდიციონერი, რკინის...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...