არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
"ლე ბლო" ისეთივე, როგორიც "პომებთან"
11:17 12-10-2011
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკ ლივერმონმა შაბათს, ოქლენდში "ედენ პარკზე" უელსის ეროვნულ გუნდთან გასამართი ნახევარფინალური მატჩისთვის საბრძოლო რაზმი დაასახელა.

"ლე ბლოს" თავკაცმა უელსელთა დასამარცხებლად ძირითად შემადგენლობაში, ზუსტად ის 15 მორაგბე შეიყვანა, ვინც გასულ უქმეებზე, მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებთან ითამაშა.

ძირითად შემადგენლობაშია ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილიც, რომელმაც "პომებთან" მატჩში ფეხი დაიშავა და ვარჯიშს მხოლოდ დღეს განაახლებს. გუშინ მის გარდა ყველამ ივარჯიშა. მათ შორის იყო "იაშის" თანაკლუბელი, ბასკი მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და უელსის ნაკრებების ბოლო შვიდ დაპირისპირებაში ექვსჯერ გამარჯვება "ლე ბლოს" დარჩა. ლივერმონის მიერ ამჯერად შერჩეული ძირითადი შემადგენლობიდან, წლეულს უელსის ნაკრების ძლევაში 28:9, თერთმეტმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. მაშინ არ უთამაშიათ, ჟან-ბატისტ პუს, დიმიტრი იაშვილს, მაქსიმ მერმოსს და ორელიან რუჟერის.

მესამეხაზელი იმანოლ არინორდოკი კი საფრანგეთის რაგბის ისტორიაში მეხუთე მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს თასის სამ ნახვარფინალში უთამაშია.

ფრანგთა გარემარბი ვენსან კლერი კი ეცდება საუკეთესო მელელოვეებს შორის დავაში ინგლისელ კრის ეშტონს გაუსწროს. ამ მორაგბეების ანგარიშზე ექვს-ექვსი ლელოა. რეკორდი კი ახალზელანდიელ ჯონა ლომუს ეკუთვნის, რომელმაც 15 ლელო გაიტანა. ორით ნაკლები კი ასევე ახალზელანდიელი დაგ ჰაულიტის ანგარიშზეა.

საფრანგეთის ნაკრები: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვენსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. მაქსიმ მედარი, 11. ალექსის პალისონი, 10. მორგან პარა, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
16. დიმიტრი შჟარჟევსკი, 17. ფაბიენ ბარსელა, 18. ჟულიენ პიერი, 19. ლუის პიკამოლი, 20. ფრანსუა ტრინ-დუკი, 21. დავიდ მარტი, 22. სედრიკ ეიმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
არასტანდარტული პრ. 1(3), 28 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი საჭირო ავეჯით,...
1700 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გლდანი-მუხიანის გასაყართან, გზის ფასადი...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 5(9), 60 კვ.მ. სუფთა ბ/აირი, ინტერნეტი, მ/წყალი, რკინის...
4-ოთახიანი, ჩეხური პრ. მე-2 სართ., ევრორემონტი უმაღლესი რემონტით, ცენტრალური გათბობით,...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 3(13), 107 კვ.მ. სუფთა ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
სასწრაფოდ! არასტანდარტული პრ. 60 კვ.მ. გარემონტებული ბ/აირი, ინტერნეტი, კონდიციონერი, რკინის...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...