არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
რუნის ახსოვს "ლივერპული"
12:28 14-10-2011
უეინ რუნი არ მალავს, რომ "ლივერპულთან" ყოველი მატჩი მას ფიზიკურად ცუდად ხდის - ეს მოძალებული ემოციის ბრალია. მას კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც გადაჭედილ "ენფილდზე" პირველად შეაბიჯა და მართალია თვითონ არ თამაშობდა, მაინც 41 ათასი ლივერპულელის გუგუნზე მაინც შეაჟრჟოლა.

რუნი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს 26 წლისა გახდება, ამ შაბათსაც დაადგამს "ენფილდის" ბალახზე ფეხს - საქართველოს დროით 15 საათსა და 45 წუთზე პრემიერლიგაში წლის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართება. მაგრამ დაბადებით ლივერპულელს "წითლების" შესაძულებლად მაინც და მაინც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა არ სჭირდებოდა. ის ხომ ქალაქის მეორე, "ლურჯ ნახევარს" ეკუთვნოდა - "ევერტონის" გულშემატკივარი გახლდათ.

ვარსკვლავს, ყველაზე კარგად, 1996 წლის ნოემბერში გამართული მერსისაიდური დერბი ახსოვს: "ევერტონმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" აჯობა, 2:1 მოუგო. ცოდვა გამხელილი სჯობს და "ლურჯები" "წითლებს" მათ მოედანზე ხშირად ვერ ამარცხებენ. მაგრამ, რუნის ხსენებული შეხვედრა მარტო იმიტომ კი არ ახსოვს, რომ მისმა "ევერტონმა" გაიმარჯვა, არამედ იმიტომ, რომ იმ დღეს თავად გახლდათ "ლურჯების" თილისმა, რაც ფოტოებსაც შემორჩა. რუნი იგონებს:

"ჩვენები ხშირად ვერ იგებდნენ, მაგრამ იმ დღეს, გუნდის თილისმა მე ვიყავი და საოცარ გრძნობას ვყავდი დატყვევებული. "ლივერპულის" და "ევერტონის" თამაშები ძალიან მიყვარდა, მაგრამ მატჩებამდე ისე ვნერვიულობდი, რომ ცუდად ვხდებოდი. თუ დავმარცხდებოდით, მეორე დღეს სკოლაში მისვლა და "ლივერპულის" გულშემატკივარი კლასელების ნახვა მეზიზღებოდა".

"ენფილდზე" დამარცხება, რომ საშინელებაა ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმაც კარგად იციან. "იუნაიტედმა" სტუმრად, "წითლებთან" ბოლო სამი შეხვედრა წააგო.

რუნის კარიერის განმავლობაში უდიდესი მეტოქეების წინააღმდეგ უთამაშია, მან იცის რა არის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მღელვარება, მაგრამ ამბობს, რომ მერსის პირას ჩასვლა და "ენფილდზე" წითლებთან დაპირისპირება სულ სხვა ჟრჟოლას იწვევს. მისთვის ამ მატჩებს დამატებითი დატვირთვა აქვს: ტრიბუნიდან მთელი ოჯახი და სამეგობრო უყურებს, ის კი თითქოს "იუნაიტედისთვისაც" თამაშობს და "ევერტონისთვისაც".

"ჩემთვის ყველაზე რთული და პრინციპული თამაშები "ენფილდზე" იმართებს. მოგება ყველაზე მეტად იქ მინდა. ჩემს ოჯახში ყველა "ევერტონის" გულშემატკივარია და "ლივერპულის" დამარცხებას დიდი სიხარულით ხვდებიან. ნებისმიერი დღე, როდესაც "ლივერპული" მარცხდება, მათთვის დიდი დღეა, ხოლო როდესაც "წითლებს" მე ვამარცხებ, ორმაგად უხარიათ".

"იუნაიტედის" მაისურით რუნიმ "ენფილდზე" პირველად 2005 წელს ითამაშა.

"ისიც დიდებული დღე იყო. ჩვენ 1:0 მოვიგეთ. გოლი მე გავიტანე".

მანჩესტერელთა თავდამსხმელი შაბათსაც სიამოვნებით გაიმეორებს იმავეს, მითუფრო, რომ "ლივერპულს" ახლა კლუბის ლეგენდა, კენი დალგლიში უდგას სათავეში და ძველი მოქიშპის გამწარება ერთიორად სასიხარულო იქნება. მეორე მხრივ კი დალგლიში ის თავდამსხმელია, რომელსაც რუნი ბავშვობაში ეთაყვანებოდა:

"მისი თამაშების ჩანაწერები ძალიან ბევრჯერ მინახავს. ის ფანტასტიკური მოთამაშე იყო. გულწრფელად გეტყვით, დალგლიშის ნაირი ფორვარდი ბევრი, ალბათ, არც ყოფილა. მას გოლების გატანა და თამაშის გამოცოცხლება შეეძლო".

დაბოლოს, რუნი ამბობს: "ლივერპულელებმა ბოლოხანს მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატეს, გაძლიერდნენ. ვფიქრობ, ამ შემადგენლობით მათ ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება შეუძლიათ. ჩვენ კარგად ვიცით, მათი შესაძლებლობები და სერიოზული ბრძოლისთვის ვართ მზად" .

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
არასტანდარტული პრ. 1(3), 28 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი საჭირო ავეჯით,...
1700 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გლდანი-მუხიანის გასაყართან, გზის ფასადი...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 5(9), 60 კვ.მ. სუფთა ბ/აირი, ინტერნეტი, მ/წყალი, რკინის...
4-ოთახიანი, ჩეხური პრ. მე-2 სართ., ევრორემონტი უმაღლესი რემონტით, ცენტრალური გათბობით,...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 3(13), 107 კვ.მ. სუფთა ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
სასწრაფოდ! არასტანდარტული პრ. 60 კვ.მ. გარემონტებული ბ/აირი, ინტერნეტი, კონდიციონერი, რკინის...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...