არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ფიფას მინუს ერთი ქულა
16:39 03-12-2011
ფიფა და კორუფცია ბოლო წლებში ერთად ხშირად ხდება განხილვის თემა, რაც ამ ორგანიზაციის ავტორიტეტზე დამღუპველად მოქმედებს. ის, რაც ამ დღეებში მოხდა უკვე მეტისმეტია, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპარანსი ინტერნეშენელმა” (ითარგმნება, როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა) მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

მოკლედ მოგახსენებთ, თუ რას წარმოადგენს ეს უკანასკნელი. ის 1993 წელს მსოფლიო ბანკის ყოფილმა დირექტორმა პეტერ აიგენმა დააარსა და მისი უმთავრესი მიზანი მსოფლიოში სწორედ კორუფციის დონის შესწავლაა. ორგანიზაციის სპორტულმა კონსულტანტმა სილვი შენკმა (ყოფილი მორბენალი, ესტაფეტაში 1972 წლის ოლიმპიადის მონაწილე, ყოფილი ველომრბოლი, გერმანიის ველომრბოლის ფედერაციის ექსპრეზიდენტი, სამშობლოში საკმაოდ ცნობილი ადვოკატი, რომელიც ძირითადად ანტიდოპინგურ საქმეებზე მუშაობს) ეს ნაბიჯი შემდეგნაირად ახსნა: ფიფას მიერ შექმნილი წინააღმდეგობების გამო, მის სახელთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებების გამოძიების საქმეში და... ზეპ ბლატერის მიერ შვეიცარიელი იურისტის, ბაზელის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის მარკ პითის ორგანიზაციაში ანაზღაურებად სპეციალისტად მიწვევა. არადა, ფიფას ბოსს მრავალჯერ განუცხადებია, ტი-თან ნაყოფიერი თანამშრომლობის დიდი იმედი მაქვსო. სწორედ ამიტომ იყო, რომ ციურიხის ოფისში მხარეებმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

“მათ ჩვენი რეკომენდაციები საერთოდ არ გაითვალისწინეს. უბრალოდ შოკირებული ვარ. მართლა ვერაფერს ვიგებ. ახლა უფრო მეტად დავინტერესდებით ფიფას ყოველდღიურობით. ნებისმიერ შემთხვევაში მოხარული ვარ, რომ ამ გაუგებრობაში ჩვენ მონაწილეობას აღარ მივიღებთ. ვითხოვეთ, რომ მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნების საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის უფლება მოეცათ, ამაზე დაგვთანხმდნენ, მაგრამ უარი მივიღეთ უფრო ძველის საქმეების გამოძიებაზე. თუკი ასეთი მიდგომა არ შეიცვლება, ფესვი უვნებელი დარჩება და პრობლემას ვერაფერს მოვუხერხებთ.

რაც შეეხება ჰერ პითს, რაკი ანაზღაურებას ის სწორედ ამ ორგანიზაციიდან იღებს, ჩვენ ვერ ვენდობით მისი დამოუკიდებლობის ხარისხს. მან პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტია, ასწავლოს ადამიანებს, რომ შავი ფული აღარ გააკეთონ მომავალში და არა ის, რომ უკვე კორუმპირებული ადამიანების საქმე სასამართლომდე მივიდეს,” – განაცხადა სილვი შენკმა.

კომენტარი გააკეთა კონტრაქტის გაწყვეტის ერთ-ერთმა მიზეზმა, ფიფას რეფორმების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ პითმა. ის ჯერაც იმედოვნებს, რომ ავტორიტეტული ორგანიზაცია მათთან ყოველგვარ კონტაქტს არ გაწყვეტს: “რა თქმა უნდა, ყველას სურს გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელსაც ბოლომდე ენდობა, მაგრამ ასეთ ადამიანებსაც უნდა გადაუხადო ხელფასი. არ მესმის რა პრობლემას ქმნის ჩემი ანაზღაურება. იმედს ვიტოვებ, რომ “ტრანსპარენსი ინტერნეშენელი” ჩვენ გვერდით მაინც დარჩება, თუნდაც როგორც დამკვირვებელი ან კრიტიკოსი. მიმაჩნია, რომ მისი დახმარება ძალიან გვჭირდება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
არასტანდარტული პრ. 1(3), 28 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი საჭირო ავეჯით,...
1700 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გლდანი-მუხიანის გასაყართან, გზის ფასადი...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 5(9), 60 კვ.მ. სუფთა ბ/აირი, ინტერნეტი, მ/წყალი, რკინის...
4-ოთახიანი, ჩეხური პრ. მე-2 სართ., ევრორემონტი უმაღლესი რემონტით, ცენტრალური გათბობით,...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 3(13), 107 კვ.მ. სუფთა ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
სასწრაფოდ! არასტანდარტული პრ. 60 კვ.მ. გარემონტებული ბ/აირი, ინტერნეტი, კონდიციონერი, რკინის...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...