არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
მზად სამსახურისთვის
12:49 08-12-2011
სწორედ გუშინ ვწერდით, რომ "პარი სენ-ჟერმენის" თავკაც ანტუან კომბუარეს კლუბის შიგნით პირველი დამცველი გამოუჩდაო.

ლაპარაკი იყო "ლურჯ-წითლების" პორტუგალიელ ვარსკვლავ პედრო პაულეტაზე. ის ამტკიცებს, რომ კომბუარეს ნამდვილად შეუძლია პარიზელთა მზარდი ამბიციების დაკმაყოფილება.

ამისთვის კი მხოლოდ ნდობა და დრო სჭირდებოდაო. გუშინდელმა "პარიზიენმა" პსჟ-ის ნახევარმცველის ჟერემი მენეზის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 24 წლის ფეხბურთელი გუნდის სახელით მთავარ მწვრთნელს 100%-იან თანადგომას ჰპირდება. "ის ჩვენგან ერთადერთს ითხოვს, არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც პრესაში იწერება, რადგან ამჟამად კონცენტრაცია მხოლოდ ფეხბურთზე გვმართებს.

პირადად მე ვფიქრობ, რომ კომბუარე ნამდვილად ის მწვრთნელია, ვისაც ეს თანამდებობა უნდა ეკავოს. მან ხომ გუნდთან კოლოსალური სამუშაო გასწია. ჩვენ წინაშე დასახული მიზნებისთვის ბრძოლა მასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ. ფეხბურთელები მას გვერდში ნამდვილად ბოლომდე დავუდგებით".

ერთი სამწუხარო ცნობა პარიზელთა ბანაკიდან: გუნდის წამყვანმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ "ოსერთან" მე-16 ტურის შეხვედრაში ბარძაყის ტრავმა მიიღო. მკურნალობისთვის 24 წლის ფეხბურთელს თვეზე ცოტა მეტი დასჭირდებაო, გვამცნობს პარიზელთა ოფიციალური ვებგვერდი. ასე რომ, ბლეზს 2011 წელს დარჩენილი სამივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ყველა ტურნირზე ერთად ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, თანაც ყველა ძირითადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
არასტანდარტული პრ. 1(3), 28 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი საჭირო ავეჯით,...
1700 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გლდანი-მუხიანის გასაყართან, გზის ფასადი...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 5(9), 60 კვ.მ. სუფთა ბ/აირი, ინტერნეტი, მ/წყალი, რკინის...
4-ოთახიანი, ჩეხური პრ. მე-2 სართ., ევრორემონტი უმაღლესი რემონტით, ცენტრალური გათბობით,...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 3(13), 107 კვ.მ. სუფთა ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
სასწრაფოდ! არასტანდარტული პრ. 60 კვ.მ. გარემონტებული ბ/აირი, ინტერნეტი, კონდიციონერი, რკინის...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...