გუშინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სამფეროვანთა ნაკრების 46 წლის თავკაც ლორან ბლანს ხელშეკრულებას ევრო 2012-ის დაწყებამდე არ გაუხანგრძლივებენ. ბლანის კონტრაქტს ვადა სწორედ კონტინენტის პირველობის შემდეგ გასდის. ეს გადაწყვეტილება ცხადად მიუთითებს ფრანგული ფეხბურთის ფუნქციონერების პოზიციაზე - იქნება შედეგი ევროზე, იქნება ახალი კონტრაქტიც, არადა, ბლანს სამუშაოს ძებნა მოუწევს. ფფფ-ს პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ ეს უფრო "ჯანმრთელი მიდგომაა" საკითხისადმი.
ლორან ბლანმა ოქტომბერში განაცხადა, თუ ფრანგული ფეხბურთის მამებს სურთ, მომავალი კარიერა ნაკრებში ავაწყო, მაშინ კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა შემომთავაზონო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


