არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
კარლო ანჩელოტი პსჟ-ში პატოს გადაბირებას არ გამორიცხავს
15:10 21-01-2012
“პარი სენ-ჟერმენის” სატრანსფერო მიზნებთან დაკავშირებით ბოლო 7-8 თვის განმავლობაში იმდენი ფეხბურთელის გვარი დასახელდა, რომ მსგავს პრეცედენტს მეორეს ვერც ვიხსენებთ. კლუბის სახელი ფრანგული სპორტული გამოცემების პირველი გვერდებიდან დიდი ხანია არ ჩამოსულა.

ამჟამად “ლურჯ-წითლების” სახელს ორ მეგავარსკვლავს უკავშირებენ. ერთი მხრივ, მათ “მანჩესტერ სიტიდან” კარლოს ტევესის გადაბირება სურთ, პარალელურად კი “მილანიდან” ალეშანდრე პატოს შეძენაზეც არ აუღიათ ხელი, ოღონდ უკვე მომდევნო სეზონისთვის. მართალია, ამ უკანასკნელმა საფრანგეთში კარიერის გაგრძელება იუარა, მაგრამ მოვლენათა ამგვარ განვითარებას სამომავლოდ მაინც არ გამორიცხავს პარიზელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი.

“პატოსთან დაკავშირებით უცნაური ამბავია. ჩვენ ჯერ ბოლომდე არც კი ვიცით, თუ რა მოხდა, - უთხრა “გაძეტა დელო სპორტს” 52 წლის სპეციალისტმა. – შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იანვარში პატოს ტრანსფერის განხილვას აღარ დავუბრუნდებით. თუმცა რა მოხდება მომავალში ნამდვილად არ ვიცი”.

იგივე “გაძეტა დელო სპორტი” ირწმუნება, რომ კარლოს ტევესის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი მასა და “მანჩესტერ სიტის” შორის უკვე შეთანხმებულია და ამ ისტორიას წერტილი მალე დასმება. არგენტინელს სათამაშო პრაქტიკა სექტემბრის შემდეგ არ ჰქონია. გაზეთის მტკიცებით, პარიზელები ფეხბურთელში 36-37 მილიონ ევროს გადაიხდიან.

გაურკვეველია მხოლოდ ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები. პსჟ ტევესს 7 მილიონ ევროს სთავაზობს, კარლოსის აგენტი კია ჯურაბჩიანი კი 10 მილიონს ითხოვს. ანჩელოტიმ რამდენიმე დღის წინ უკვე განაცხადა, თუკი არგენტინელთან ხელფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, კლუბს სათადარიგო ვარიანტებიც აქვსო. ვინ იგულისხმა, მწვრთნელს არ დაუკონკრეტებია.

ტევესის შესახებ კომენტარი გააკეთა მისმა ამჟამინდელმა დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმაც. 47 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ისურვა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობას რაც შეიძლება მალე დაესვას წერტილი.

“ურთიერთობის გაწყვეტა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება. ზუსტად არ ვიცი, ამჟამად სად უნდა მას კარიერის გაგრძელება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “მილანთან” მოლაპარაკება არ უწარმოებია. “ინტერთან” და “პარი სენ-ჟერმენთან”? შეიძლება, აი, “როსონერის” კი გამოვრიცხავ. “სიტიში” ოდესმე კარლოსის დაბრუნება კი აბსოლუტურად გამორიცხულია,” - უთხრა მან “გაძეტას”.

აქვე გეტყვით, რომ “ფრანს ფუტბოლის” ცნობით, “ინტერი” და “პარი სენ-ჟერმენი” უკვე შეთანხმდნენ ტიაგო მოტას ტრანსფერზე. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი ფეხბურთელი “პარკ დე პრენსზე” უახლოეს ხანებში გადავა სათამაშოდ. “ნერაძური” 29 წლის ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
არასტანდარტული პრ. 1(3), 28 კვ.მ. ძველი რემონტი ოთახი საჭირო ავეჯით,...
1700 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გლდანი-მუხიანის გასაყართან, გზის ფასადი...
სასწრაფოდ! 3-ოთახიანი, 5(9), 60 კვ.მ. სუფთა ბ/აირი, ინტერნეტი, მ/წყალი, რკინის...
4-ოთახიანი, ჩეხური პრ. მე-2 სართ., ევრორემონტი უმაღლესი რემონტით, ცენტრალური გათბობით,...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 3(13), 107 კვ.მ. სუფთა ა/სადგომი, აივანი, ბ/აირი,...
სასწრაფოდ! არასტანდარტული პრ. 60 კვ.მ. გარემონტებული ბ/აირი, ინტერნეტი, კონდიციონერი, რკინის...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...