არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ლიგა 1. XXII ტური: კარლო ანჩელოტი საფრანგეთში ისევ უდანაკარგოა
12:32 06-02-2012
კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტისმეტი ქება-დიდების მოსმენის შემდეგ კინაღამ აუტსაიდერ "ევიანთან" წაიფორხილა. იტალიელი სპეციალისტი ახლოს იყო ფრანგულ კარიერაში პირველი ქულების დაკარგვასთან, მაგრამ "ახლოს იყო", "კინაღამ", "თითქმის" და ასე შემდეგ ცნებები არ არსებობს.

არსებობს მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი. დარწმუნებული ვართ, კარლეტო ყოველ ფეხბურთელს დეტალურად აუხსნის მის მიერ დაშვებულ შეცდომას. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

ყველას გასაოცრად, სტუმრებმა დედაქალაქელებს შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს, რითაც დებიუტში ცოტა დააბნიეს კიდეც, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და "როგორც წესია" სახიფათო მომენტები უფრო მეტად სტეფან ანდერსენის კართან იქმნებოდა. "ლურჯ-წითლები" ბოლო ფაზაში არაკონცენტრირებულები იყვნენ და მომენტებს აფუჭებდნენ.

ყველაზე სუსტად ცენტრალური ნახევარდაცვა გამოიყურებოდა, რადგან აშკარა იყო, რომ ტიაგო მოტასა და მომო სისოკოს ერთმანეთის ისე კარგად ჯერ კიდევ არ ესმით, როგორც საჭიროა. პირველი ნახევრის მიწურულს სტუმრებმა კუთხური იდეალურად გაითამაშეს და სედრიკ კამბონმა ბურთი ორიოდე მეტრიდან თავით გაიტანა - 0:1.

ამან მასპინძლები ძალიან გააბრაზა, რის გამოც მეორე ტაიმში ტემპს მოუმატეს. მალე გამოჩნდა, რომ ინდივიდუალური ოსტატობით მეტოქეს ერთი ორად აღემატებოდნენ. 47-ე წუთზე ნენემ ერთი მეტოქე ჩამოიშორა, მერე მეკარეც მოატყუა და ახლო კუთხეში გაიტანა.

შემდეგ მან დუბლი შეასრულა. ბრაზილიელმა შექმნა უკანასკნელი მომენტიც, როცა მცველი ბურთს ოდნავ შეეხო და მიმართულება შეუცვალა, მაგრამ იქვე გაჩნდა კევინ გამეირო, რომელმაც დაამატა და ანგარიში 3:1 გახადა.

შემოდგომაზე ფრანგი ჟურნალისტები უკვე იმაზე ბჭობდნენ, გავარდებოდა თუ არა "ბორდო". ამის საფუძველი მათ ნამდვილად ჰქონდათ - გუნდი ხომ მე-18 ადგილამდე დაეშვა. თუმცა ფრანსის ჟიიომ შეძლო იმ გზის მონახვა, რომლითაც გუნდს უნდა ევლო. თავად წარმოიდგინეთ, უფსკრულამდე დაშვების შემდეგ ჟირონდელებმა 10 შეხვედრა ჩაატარეს, სადაც 5 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება აქვთ.

აქედან მათ ორი ფრე თასზე ითამაშეს და პენალტების სერიაში ორივე მოიგეს. პირიქით, დაღმავალ ხაზზეა "ტულუზი" - ბოლო 11 შეხვედრაში 3 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება აქვს. მატჩის დასაწყისი სტუმართათვის შოკისმომგვრელი გამოდგა. "იისფერების" კაპიტან დანიელ კონრეს ჟუსიმ ბურთი მოედნის ცენტრში წაართვა და ანგარიში 30-ე წამზე გახსნა - 1:0. პირველი ტაიმის დასასრს კი ლუდოვიკ ობრანიაკმა საჯარიმოდან დიდებულად დაარტყა - 2:0.

"მონპელიემ" ზუსტად იმ დონეზე ითამაშა, როგორც წელს შეგვაჩვია. მათ მთელი 90 წუთის განმავლობაში მატჩის სადავეები ხელთ ეპყრათ და ის, რომ ანგარიში უფრო სოლიდური არ გახდა, მთლიანად სტუმართა გოლკიპერის სტივ ელანას დამსახურებაა, ვინც 8-ჯერ (!) გადაარჩინა თავისი გუნდი.

დიჟონი-ვალანსიენი 1:2
გოლები: 0:1 კოადი (2), 0:2 დანიჩი (43), 1:2 ტილი (90)

აიაჩო-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 ედუარდო (57-პენ), 1:1 გონსალვეში (85)

მონპელიე-ბრესტი 1:0
გოლი: 1:0 დერნისი (41)

პსჟ-ევიანი 3:1
გოლები: 0:1 კამბონი (45), 1:1 ნენე (47), 2:1 ნენე (79-პენ), 3:1 გამეირო (89)

ბორდო-ტულუზი 2:0
გოლები: 1:0 ჟუსი (1), 2:0 ობრანიაკი (40)

ნანსი-რენი 0:0

სტ. ეტიენი-ლორიანი გადაიდო
კანი-ოსერი გადაიდო
სოშო-ლილი გადაიდო

მარსელი-ლიონი 2:2
გოლები: 1:0 შეირუ (16), 2:0 ბრანდაო (34), 2:1 გომისი (36), 2:2 დიავარა (45 ს.კ.)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 22 15 4 3 38-19 49
2. მონპელიე 22 14 4 4 42-23 46
3. ლილი 21 10 9 2 36-21 39
4. ლიონი 22 12 3 7 36-26 39
5. მარსელი 22 10 9 4 33-21 38
6. რენი 22 10 6 6 32-25 36
7. ტულუზი 22 9 7 6 22-22 34
8. სტ. ეტიენი 21 9 6 6 24-24 33
9. ბორდო 22 7 9 6 24-23 30
10. ლორიანი 21 6 8 7 21-24 26
11. ბრესტი 22 4 12 6 20-21 24
12. ვალანსიენი 22 6 5 11 22-26 23
13. ევიანი 22 5 8 9 29-35 23
14. ნანსი 22 5 8 9 22-29 23
15. აიაჩო 22 5 7 10 25-39 22
16. დიჟონი 22 6 4 12 25-41 22
17. კანი 21 5 5 11 24-32 20
18. ნიცა 22 4 7 11 22-26 19
19. ოსერი 21 4 7 10 28-35 19
20. სოშო 21 4 7 10 22-36 19

ბომბარდირები: 15 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 11 - ნენე (პარი სენ-ჟერმენი), 10 - კევინ გამეირო (პარი სენ-ჟერმენი), 9 - ლოიკ რემი (მარსელი)

მომდევნო ტური.
11 თებერვალი: ოსერი-ლორიანი, ბრესტი-დიჟონი, ევიანი-მარსელი, ლიონი-კანი, მონპელიე-აიაჩო, ვალანსიენი-ნანსი, რენი-სოშო.
12 თებერვალი: ლილი-ბორდო, ნიცა-პსჟ, ტულუზი-სტ ეტიენი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, 3(3), 75 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 16000 $ ტელ:...
არასტანდარტული პრ. 61 კვ.მ. სუფთა ფასი: 85000 $ ტელ: 593504480,...
1300 კვ.მ. ფართი, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში, გისოსებით, ინტერნეტით,...
ქალაქური პრ. 9 კვ.მ. ურემონტო სოლოლაკში. ფასი: 50 ლარი ტელ:...
4 სართულიანი, 300 კვ.მ. ევრორემონტი სახლი არის ფიჭვნარში, ზღვის ნაპირიდან...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ფასი: 40000 $ ტელ: 599180757 ირა
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...