არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 27 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ბრწყინვალე 35 წუთი
13:29 07-02-2012
საფრანგეთის ჩემპიონატის XXII ტურში უმთავრესი ყურადღება "მარსელისა" და "ლიონის" მატჩმა მიიქცია. ბუნებრივია, გამარჯვებათა გზებზე შემდგარი ვიცე-ჩემპიონი აღნიშნულ შეხვედრაში, მით უფრო საკუთარ "ველოდრომზე", ფავორიტად მიიჩნეოდა.

პროვანსელთა კოშმარული სტარტის შემდეგ ისინი საჩემპიონო რბოლიდან ჟურნალისტებმა ნაადრევად ჩამოწერეს, თუმცა დიდიე დეშამის გუნდი 27 ნოემბერს "პარი სენ-ჟერმენთან" მოგების შემდეგ მკვდრეთით აღსდგა და მას მერე 12 შეხვედრაში გუნდს 11 მოგება (მათ შორის 8 ზედიზედ) და ფრე ჰქონდა. ამის წყალობით, სამხრეთელებმა ცხრილში მდგომარეობა გამოისწორეს და მე-5 ადგილზე გადაბარგდნენ.

"ლიონთან" თამაში მაღალ ტემპში დაიწყო. მაყურებელმა პირველ გოლს სულ 15 წუთი ელოდა. ბრანდაოს დარტყმა თავისუფალ პოზიციაში მყოფ ბენუა შეირუს მიუვიდა - 1:0.

მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და რამდენიმე წუთი "ლიონი" საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს. ზუსტად 19 წუთში შედეგიანი შეტევა შეირუმ წამოიწყო და ბრანდაოს მადლობა საგოლე გადაცემით გადაუხადა - 2:0. თითქოს ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ მასპინძლებს უპირატესობა უნდა განევრცოთ, მაგრამ ორიოდე წუთში პირიქით მოხდა. ჯიმი ბრიანმა ბაფეტიმბი გომისს ბურთი ქუსლით დაუგდო. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კარიდან რამდენიმე მეტრში იდგა და ბუნებრივია არ აუცილებია - 2:1. ტაიმის მიწურულს კი სულეიმან დიავარამ ბურთი პრაქტიკულად უწყინარ სიტუაციაში საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:2.

მეორე ტაიმში გუნდები უფრო მეტ ყურადღებას დაცვას აქცევდნენ, ასე რომ, მატჩი მოსაწყენ სანახაობად იქცა. საგოლე სიტუაციები მხოლოდ კანტიკუნტად იქმნებოდა. ყველაფერი ასევე ჩამთავრდა.

მატჩის შემდგომ
რემი გარდი
(ლიონი): "თუკი იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ მატჩში, მაშინ შედეგით კმაყოფილი უნდა ვიყო. თუმცა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაინც დამრჩა, რადგან ანგარიშში წინ გასვლის შანსი ნამდვილად გვქონდა და ამით ვერ ვისარგებლეთ. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემმა გუნდმა ორბურთიანი ფორა ამოქაჩა. ვაღიარებ, რომ ამ მხრივ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. სეზონის პირველ ნახევარში ბიჭები უფრო აგრესიულები იყვნენ. სწორედ ეს თვისება გვაკლდა "მარსელთან" ყველაზე მეტად. შედეგით უკმაყოფილონი უნდა ვიყოთ ჩვენც და ჩვენი მეტოქეც. "პარი სენ-ჟერმენმა" და "მონპელიემ" ხომ თავისი მატჩები მოიგეს. ძნელი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ მათთან ჩამორჩენა როგორმე გავაბათილოთ".

დიდიე დეშამი (მარსელი): "ერთდროულად იმედგაცრუებულიც ვარ და არც ვარ. არა იმიტომ, რომ დიდებული 35 წუთი ჩავატარეთ და ორი ბურთით დავწინაურდით, თუმცა შემდეგ ეს უპირატესობა ქარს გავატანეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეტოქემ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. მას იმის შანსიც კი ჰქონდა, რომ ანგარიშში წინ გასულიყო. მატჩის ბოლო წუთებში უკვე ძალები აღარ გვყოფნიდა. აშკარაა, რომ ამის მიზეზი მატჩების ძალიან მჭიდრო გრაფიკია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უშუალო კონკურენტებთან (რენი, ლილი, ლიონი) 7 ქულა ავიღეთ, ცხრილში ისინი ისევ გვისწრებენ. მთავარია ჩემპიონატის ბოლო ტურებამდე მოვახერხოთ დადებითი დინამიკის შენარჩუნება".

აქვე შემოგთავაზებთ XXII ტურის სიმბოლურ ნაკრებს:
სირიგუ (პსჟ) - რევეიერი (ლიონი), სიანი (ბორდო), ანდრე ლუისი (ნანსი), ბედიმო (მონპელიე) - კოადი (ვალანსიენი), შეირუ (მარსელი), ობრანიაკი (ბორდო) - კაბელა (მონპელიე), დანიკი (ვალანსიენი), ნენე (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, 3(3), 75 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 16000 $ ტელ:...
არასტანდარტული პრ. 61 კვ.მ. სუფთა ფასი: 85000 $ ტელ: 593504480,...
1300 კვ.მ. ფართი, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში, გისოსებით, ინტერნეტით,...
ქალაქური პრ. 9 კვ.მ. ურემონტო სოლოლაკში. ფასი: 50 ლარი ტელ:...
4 სართულიანი, 300 კვ.მ. ევრორემონტი სახლი არის ფიჭვნარში, ზღვის ნაპირიდან...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ფასი: 40000 $ ტელ: 599180757 ირა
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...