არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
U 19. ევროპა საფრანგეთმა მოიგო
00:00 31-07-2010
საფრანგეთი-ესპანეთი 2:1
საფრანგეთი: დიალო, ნეგო, მავინგა, ფაური, კაკუტა, ფოფანა, სუნუ (69. ლაკაზეტი), გრიზმანი (46. ტაფერი), კოკელინი, კოლოძიეიჩაკი, ბაკამბუ.
ესპანეთი: ალექსი, მონტოია, პლანასი, ბარტრა, პულიდო (87. კალვენტე), რომეო, კეკო (64. მუნიაინი), ალკანტარა, როდრიგო (73. როჩინა), კანალესი, პაჩეკო.
გოლები: 0:1 როდრიგო (18), 1:1 სუნუ (49), 2:1 ლაკაზეტი (85)

საფრანგეთის ჩრდილოეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის. პირველობა ტრიუმფით დაასრულა მასპინძელთა ნაკრებმა, რომელმაც ფინალში ტურნირის აშკარა ფავორიტი ესპანეთი 2:1 დაამარცხა. 19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მეცხრედ გაიმართა. ფინალს კი ქალაქმა კაენმა უმასპინძლა. გასულ წელს ეს პირველობა უკრაინის ნაკრებმა მოიგო უკრაინაში, ახლაც მასპინძლებმა იპირველეს. ფრანსუა სმერეცკის გუნდი ფინალს აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ბედის შემოტრიალება შეძლო.
სხვათა შორის, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ორი წლის წინათაც შეხვდა ერთმანეთს, 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, მაშინ "როხიტამ" 4:0 გადაურბინა მეტოქეს.

ანთალიური ფინალის 22 მონაწილიდან 11-მა დაიწყო ეს მატჩიც, თითქოს, ესპანელთა უპირატესობაც ახლაც აშკარა იყო. მე-18 წუთზე "ლივერპულელმა" დანი პაჩეკომ ბრწყინვალე პასი გაუჭრა მარცხენა ფლანგიდან როდრიგოს, რომელმაც ერთი შეხებით კარგად დაარტყა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველი ტაიმი ასე, ესპანელთა უპირატესობაში გაილია.

მეორე ტაიმში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა, ფრანგებმა შეუტიეს და უკვე მე-4 წუთზე გაათანაბრეს, სუნუმ ალექსს ბურთი თავზე გადაუგდო. არადა წამებით ადრე სერხიო კანალესი ვალდებულიც კი იყო ანგარიში 2:0 გაეხადა. უკვე ყველას რომ ეგონა, მატჩი დამატებით დროში გადადიოდა, 85-ე წუთზე ფრანგებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს, შეცვლაზე შემოსულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა გაელ კაკუტას პასით და ევროპის ჩემპიონის ტიტული გუნდს მოუპოვა.
ტურნირის ბომბარდირი 4 გოლით დანი პაჩეკო გახდა.


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, 3(3), 75 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 16000 $ ტელ:...
არასტანდარტული პრ. 61 კვ.მ. სუფთა ფასი: 85000 $ ტელ: 593504480,...
1300 კვ.მ. ფართი, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში, გისოსებით, ინტერნეტით,...
ქალაქური პრ. 9 კვ.მ. ურემონტო სოლოლაკში. ფასი: 50 ლარი ტელ:...
4 სართულიანი, 300 კვ.მ. ევრორემონტი სახლი არის ფიჭვნარში, ზღვის ნაპირიდან...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ფასი: 40000 $ ტელ: 599180757 ირა
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...