ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა შესაძლოა, იმ ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში, რომელშიც ამჟამად მუშაობს.2011 წლის მაისში დიეგო "ალ ვასლის" მწვრთნელი გახდა. ახლა კი არგენტინელი შესაძლოა, დააწინაურონ. არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ იუსუფ ალ სერკალმა განაცხადა, რომ ასოციაცია მარადონას კანდიდატურას ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავს.
სექტემბერში, სლოვენიელი სპეციალისტის სრეჩკო კატანეცის გათავისუფლების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს აბდულა მასფარი ჩაუდგა სათავეში.


