ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მარკო ვან ბასტენმა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლიონელ მესიზე ისაუბრა."მილანის" ყოფილმა ფორვარდმა მესის არგენტინის ნაკრების თამაშიც გაარჩია.
"მესი არამხოლოდ მოედანზე უნდა იყოს ლიდერი, არამედ მის გარეთაც, როგორც ოდესღაც დიეგო მარადონა იყო.
მესისთვის ლიდერობა აუცილებელია, რათა სხვებიც აიყოლიოს და ჩემი სიტყვები "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრებს ერთნაირად ეხება.
"ალბისელესტეში" მას ისეთი პარტნიორები არ ჰყავს, როგორიც "ბარსელონაში". მაგრამ მთავარია, რომ მას ოსტატობის პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია", - თქვა ვან ბასტენმა.


