უკვე ყველას რომ მოგვარებული ეგონა, ბრიტანეთიდან ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გვაუწყეს, რომ ლუკას ბარიოსის ტრანსფერი "ფულჰემში" ჩაიშალა. ლონდონელები შეუთანხმდნენ "დორტმუნდს", მაგრამ პარაგვაელის წარმომადგენლებმა საქმეები არიეს. ამით კი "ვოლფსბურგმა" ისარგებლა.მართალია, "ინტერმა" ფრედი გუარინი გაიფორმა, მაგრამ ტიაგო მოტა დაკარგა, ის "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა.
ბრაზილიელი ფორვარდი ენრიკე სეზონის ბოლომდე "გრანადაში" ითამაშებს. ენრიკე "სან პაულუს" ეკუთვნის.
"ლაციოს" არგენტინელი გოლკიპერი ხუან პაბლო კარისო სეზონს "კატანიაში" ჩაამთავრებს, ბუნებრივია, იჯარით.
"არსენალმა" გერმანელი ახალგაზრდა თომას აინშფელდი გაიფორმა.
"ევერტონმა" "რეინჯერსისგან" 26 წლის ხორვატი ფორვარდი ნიკიცა იელავიჩი 7 მილიონ ფუნტად იყიდა.
"ვესტ ჰემმა" რაველ მორისონი გაიფორმა.
"ოლიმპიაკოსმა" "გალათასარაის" გარემარბი კოლინ ქაზიმ-რიჩარდსი ითხოვა.
სოტირიოს კირიაკოსი "სანდერლენდში" იჯარით გადავიდა.
"დორტმუნდის" მოჰამედ ზიდანი "მაინცში" გადავიდა.
პაველ პოგრებნიაკი "შტუტგარტიდან" "ფულჰემში" გადავიდა.
ჰამდან ალ კამალი პირველი ფეხბურთელია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც ევროპის ტოპლიგაში ითამაშებს, ის "ლიონში" გადავიდა.
"ვილიარეალმა" "ფლუმინენსედან" ალეხანდრო მარტინუჩიო დაიმატა.
"იუვენტუსმა" "აიაქსის" ვუნდერკინდი უასიმ ბუი შეიძინა.
"მილანმა" "ინტერნასიონალიდან" ლუკას როჯა დაიმატა.
"ინტერში" "პალერმოდან" ანჯელო პალომბო მივიდა.
"ქვინზ პარკ რეინჯერსმა" "ლაციოს" ჯიბრილ სისე 2,5 წლით გაიფორმა.
ლუის საა "ტოტენჰემში" გადავიდა.
"მანჩესტერ სიტიმ" "რომადან" იჯარით დავიდ პისარო აიყვანა.
ადრიან კოლუნგა "ხეტაფემ" "სპორტინგს" ათხოვა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "მანჩესტერ სიტიდან" (!) 19 წლის შვეიცარიელი მცველი ფრედერიკ ვესელი შეიძინა.
"კატანიამ" პაბლო ალვარესი "სარაგოსას" ათხოვა.
ბობი ზამორა "ფულჰემიდან" ქპრ-ში გადაბარგდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


