არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
სისხლისმღვრელი ფეხბურთი ეგვიპტეში - დაღუპულია 73 ადამიანი [+VIDEO]
06:53 02-02-2012
ვიდეო
საშინელი ტრაგედია მოხდა ეგვიპტის ქალაქ პორტ-საიდში. ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში "ალ-მასრი" საკუთარ მოედანზე იღებდა პირველობის ლიდერს "ალ-აჰლის" და მოულოდნელად მოიგო 3:1.

სასურველი შედეგის მიუხედავად, "ალ-მასრის" ათასობით გულშემატკივარმა სექტორებს შორის ბარიერი გაარღვია და იმ ტრიბუნას შეუტია, სადაც მეტოქე გუნდის ფანები ისხდნენ, შემდეგ კი მოედანზე გაიჭრნენ და "ალ-აჰლის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელთა შტაბს შეუტიეს. შედეგად, ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის მინიმუმ ორმა ფეხბურთელმა, "ალ-აჰლის" პორტუგალიელმა მწვრთნელმა მანუელ ჟოზემ კი გასახდელში შეასწრო განრისხებულ ფანებს.

სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ საშინელი ამბები ხდებოდა. "ალ-აჰლის" გულშემატკივრები კუთხეში მიიმწყვდიეს, შედეგად, წარმოიშვა ჭყლეტა, რის გამოც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

მათ, ვინც სტადიონიდან გასვლა მოახერხეს, გარეთ "ალ-მასრის" განრისხებული ფანები ელოდნენ, რომლებიც ქვებსა და ბოთლებს ისროდნენ. "ალ-აჰლის" რამდენიმე გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის გასახდელში შეასწრო. სწორედ ამან გადაარჩინა ისინი.

ეგვიპტის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი გვიან მივიდა ინციდენტის ადგილას. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 73-ს მიაღწია, მათ შორის არიან სტადიონის დაცვის თანამშრომლები. დაახლოებით ათასმა ადამიანმა მძიმე ტრავმები მიიღო.

"ეს ფეხბურთი არ არის, ეს ომია! - განაცხადა "ალ-აჰლის" ნახევარმცველმა მოჰამედ აბუთრიაქამ. - ადამიანები პირდაპირ ჩემს თვალწინ იღუპებოდნენ. აქ საშინელებები ხდება! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება!"

"ალ-მასრისა" და "ალ-აჰლის" მატჩისას მომხდარი არეულობების გამო შეჩერდა ქაიროში პარალელურად მიმდინარე შეხვედრა "ზამალეკსა" და "ალ-ისმაილის" შორის. თამაშის შეწყვეტით უკმაყოფილო ქაიროელმა გულშემატკვირებმა ოლიმპიურ სტადიონზე ერთ-ერთი სექტორი გადაწვეს. თუმცა ეგვიპტის დედაქალაქში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, 3(3), 75 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 16000 $ ტელ:...
არასტანდარტული პრ. 61 კვ.მ. სუფთა ფასი: 85000 $ ტელ: 593504480,...
1300 კვ.მ. ფართი, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში, გისოსებით, ინტერნეტით,...
ქალაქური პრ. 9 კვ.მ. ურემონტო სოლოლაკში. ფასი: 50 ლარი ტელ:...
4 სართულიანი, 300 კვ.მ. ევრორემონტი სახლი არის ფიჭვნარში, ზღვის ნაპირიდან...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ფასი: 40000 $ ტელ: 599180757 ირა
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...