უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა ლენარტ იოჰანსონმა განაცხადა, რომ დროა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა თავისი პოსტი დატოვოს."შეუძლებელია, რომ ერთი ადამაინი მსოფლიო ფეხბურთთან და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მუდმივად იღებდეს. მოვიდა დრო, ბლატერი მოვიშოროთ.
მიმაჩნია, რომ მიშელ პლატინი შვეიცარიელის შესანიშნავი შემცვლელი იქნება. ის პატიოსანია, ახალი იდეებისთვის გახსნილი, გადაწყვეტილებებს უმრავლესობაზე დაყრდნობით იღებს", - განაცხადა იოჰანსონმა.


