არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
"რეინჯერსი" - და მაინც, კრიზისი!
15:15 07-02-2012
"რეინჯერსის" მთავარ მწვრთნელ ალი მაკოისტს კლუბში შექმნილი სიტუაციის გარკვევა სურს. ეს ბუნებრივიც არის, როცა ხელმძღვანელობა ალთასაა, თავად კი ბალთას.

"ჩაფრების" მფლობელის კრეიგ უაიტის თქმით, ის, რაც ახლა გლაზგოურ გრანდში ხდება, ჯერ კიდევ არ არის კრიზისი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაკოისტი ასე არ ფიქრობს და პრესასთან საუბრისას ამას არც მალავს.

კვირას "რეინჯერსმა" "აიბროქსზე" შოტლანდიის თასის 1/8-ფინალში "დანდი იუნაიტედთან" 0:2 წააგო. არის სერიოზული შანსი, რომ გუნდმა სეზონი ტიტულების გარეშე დაასრულოს. ჯერ კიდევ უქმეებამდე, უაიტი გულწრფელად აცხადებდა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირა კლუბის ისტორიაში შეიძლებოდა ურთულესი აღმოჩენილიყო, თუმცა იქვე აცხადებდა, მოვლენათა განვითარების ნებისმიერი ვარიანტი წინასწარ გვაქვს გათვლილი და ყველაფრისთვის მზად ვართო.

სიტუაცია კი კლუბში მას მერე დაიძაბა, რაც "რეინჯერსის" წინააღმდეგ საქმე საგადასახადო ტრიბუნალმა აღძრა. დავა რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს ეხება.

ფინანსური პრობლემების გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა გუნდი. მაკოისტი უბრალოდ იძულებული გახდა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნიკიცა იელავიჩი გაეყიდა. მისი შემცვლელი კი კლუბმა ვერ მოძებნა.

"კრიზისიდან გამოსავალი სიტუაციის დეტალური ანალიზის შედეგად უნდა მოვნახოთ. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. გაურკვევლობა, აი, რა არის ჩემი, ჩემი შტაბისა და მთლიანად გუნდის უმთავრესი პრობლემა. საქმე სერიოზულ სასამართლო პროცესს ეხება და ამიტომ დღეს შექმნილ სიტუაციას ყველაზე მეტად სწორედ სიტყვა "კრიზისი" აღწერს. არ ვიცი, რამდენად ეხება ეს ფეხბურთელებს. იმედი მაქვს რომ არა... თუმცა ყველას სახელით ვერ ვილაპარაკებ," - განაცხადა ალი მაკოისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, 3(3), 75 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 16000 $ ტელ:...
არასტანდარტული პრ. 61 კვ.მ. სუფთა ფასი: 85000 $ ტელ: 593504480,...
1300 კვ.მ. ფართი, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში, გისოსებით, ინტერნეტით,...
ქალაქური პრ. 9 კვ.მ. ურემონტო სოლოლაკში. ფასი: 50 ლარი ტელ:...
4 სართულიანი, 300 კვ.მ. ევრორემონტი სახლი არის ფიჭვნარში, ზღვის ნაპირიდან...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ფასი: 40000 $ ტელ: 599180757 ირა
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...