არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
მეცნიერული თეორია: ლიონელ მესის მეექვსე გრძნობა
03:32 08-02-2012
როდესაც ხედავ, როგორ ატყუებს ლიონელ მესი მოწინააღმდეგის დაცვის მთელ ხაზს ან ერთი პასით პირში ჩალაგამოვლებულს ტოვებს ერთბაშად ოთხ მცველს, ხვდები, რომ სწორედ ამისთვის გიყვარს ფეხბურთი.

თითქოს მესი უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მოედანზე მყოფი სხვა ნებისმიერი მოთამაშე. იმასაც კი იფიქრებ, კეფაზე თვალები ხომ არ აქვსო.

ნეტავ, თუ შეიძლება ამ მოვლენის მეცნიერულად ახსნა?

იგივე კითხვა ამოძრავებს გერმანელ და ჰოლანდიელ მკვლევარებს, რომლებმაც არგენტინელის ჯადოქრობისთვის მეცნიერული გასაღების მორგება გადაწყვიტეს.

"ჩვენ სპორტში მაღალი ოსტატობის სიღრმისეულ მექანიზმებში გარკვევა გვსურს, - აცხადებს კასელის უნივერსიტეტის პროფესორი ნორბერტ ჰაგემანი, - ფეხბურთელები დიდი ზომის მოედანზე თამაშობენ და მატჩის დროს მათ სხვა სპორტსმენებზე მეტის დანახვა მართებთ.

თავდაპირველად დავუშვით, რომ შესაძლოა რჩეულ ფეხბურთელებს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, უფრო მეტი ადამიანის გადაადგილების კონტროლირება შეუძლიათ".

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუკეთესო მოთამაშე ის უნდა იყოს, ვისაც ხედვის უფრო ფართო არეალი აქვს და ამის წყალობით, უფრო მეტი თავისიანისა და მეტოქე მოთამაშის პოზიციას ხედავს.

ამ თეორიის გადასამოწმებლად მეცნიერებმა მოყვარულ-ფეხბურთელებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლებსაც სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებში დააკვირდნენ.

შედეგებმა გერმანელი მეცნიერების მოლოდინი არ დაადასტურა.

"ჯამში, ჩვენ მაინც ვერ დავამტკიცეთ საუკეთესო ფეხბურთელებში ფართო მოედნის პერიფერიული ხედვის უნარი, - აცხადებს ჰაგემანი. - ისინი სხვებზე მეტ ინფორმაციას ხედვის წყალობით სულაც არ ფლობენ. თუმცა, ჩვენ მათში კონკრეტულ წერტილებზე დროში გახანგრძლივებული ფიქსაციის შესაძლობლობა გამოვავლინეთ. აღმოჩნდა, რომ ოსტატობის დონის ზრდასთან ერთად, მატულობს მოთამაშის "ხედვის სტრატეგია" და ინფორმაციის გადამუშავების კუთხით, ის უფრო ეფექტური ხდება".

ამრიგად, დიადი ფეხბურთელები სხვებზე კარგად და მეტს კი არ ხედავენ, არამედ დანახულით უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ.

ამ ფენომენზე საკუთარ თეორიას ფსიქოლოგიის სფეროში ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელ კანემანი აყალიბებს. ის ეყრდნობა მეხანძრეებზე დაკვირვებით მიღებულ გამოცდილებას, რომლებიც არცთუ იშვიათად გრძნობენ, როდის ჩაიქცევა ცეცხლმოდებული სახლი და ამკვიდრებს ცნებას "გამოცდილებითი ინტუიცია". ეს ადამიანში კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ინსტინქტური მეთოდის გამომუშავებას გულისხმობს.

და რამდენად შეესაბამება ეს მესის უნარს, კონკრეტულ მომენტში მოსწყდეს ადგილს ან საჭირო წერტილში პასი გააკეთოს?

იმ მოთამაშეებს, რომლებიც მესის ნიჭიერებით ჩამოუვარდებიან, ხედვის ფიქსაციის გახანგრძლივება კი შეუძლიათ, მაგრამ ჰაგემანი არაა დარწმუნებული, რომ ეს მათი თამაშის ხარისხს გააუმჯობესებს:

"ვთქვათ, ნაკლებად ნიჭიერმა მოთამაშეებმა თამაშის სტრუქტურა, მოძრაობის მატრიცები და სხვა დაიზეპირონ. მათ ცოდნის უზარმაზი ბაზა უნდა ჰქონდეთ, რათა ამა თუ იმ სიტუაციაში იქიდან საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ხედვის ფიქსაცია - ეს კი ისაა, როცა მოთამაშემ თავისთავად იცის, საით გაიხედოს".

ამ თვისებას მეცნიერებმა გნებავთ "გამოცდილებითი ინტუიცია", გნებავთ "ცოდნის ბაზა" უწოდონ, ფაქტია, სწორედ ეს მეექვსე გრძნობა კარნახობს ფეხბურთელებს მოედანზე მოვლენათა შემდგომ განვითარებას. ამასთან, რაც უფრო დიდია "ცოდნის ბაზა", მით უფრო მაღალი კლასისაა მოთამაშე.

"თუკი რჩეულმა მოთამაშემ უკვე იცის, რა მოხდება მომდევნო ეპიზოდში, იმასაც ხვდება, რას მიაქციოს ყურადღება, - ამბობს ჰაგემანი. - მესის მსგავსი ფეხბურთელები, უპირველესად, გადაწყვეტილების მიღებაში არიან გამორჩეულები. წინასწარჭვრეტის უნარი კი მათ ურთულესი პრობლემების ყველაზე ეფექტური ხერხით გადაწყვეტის საშუალებას აძლევს".

მეცნიერებს სამუშაო წინ აქვთ - ახლა მათ ამომწურავად უნდა შეისწავლონ ის სიღრმისეული მექანიზმი, რაც მესის ასე უიოლებს საფეხბურთო მოედანზე რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას.

ერთი კი ნაღდია, მთელი მსოფლიოს მცველები მეცნიერთა დასკვნებს სულმოუთმენლად დაელოდებიან.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
zura
03:11 08-02-2012
ძალიან მომეწონა სტატია მიუხეავად ჩემი პრო გერმანული და პრო მიუხენული განწყობისა :))))))
guja_kakhadze
23:47 07-02-2012
მეექვსე გრძნობა ყველა ვარსკვლავს აქვს.ამით განსხვავდება ვარსკვლავი კარგი ფეხბურთელისგან.მესის ეს სხვებთან შედარებით მოჭარბებულად აქვს.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
2-ოთახიანი, 3(3), 75 კვ.მ. ძველი რემონტი ფასი: 16000 $ ტელ:...
არასტანდარტული პრ. 61 კვ.მ. სუფთა ფასი: 85000 $ ტელ: 593504480,...
1300 კვ.მ. ფართი, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში, გისოსებით, ინტერნეტით,...
ქალაქური პრ. 9 კვ.მ. ურემონტო სოლოლაკში. ფასი: 50 ლარი ტელ:...
4 სართულიანი, 300 კვ.მ. ევრორემონტი სახლი არის ფიჭვნარში, ზღვის ნაპირიდან...
5-ოთახიანი, 150 კვ.მ. ფასი: 40000 $ ტელ: 599180757 ირა
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...