ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანი რივერამ საერთაშორისო პრემია Golden Foot-ზე წარდგენილ ფეხბურთელთა შორის თანამემამულე გამოარჩია – ფრანჩესკო ტოტი.
გეცოდინებათ, ამ პრესტიჟულ პრიზზე სპეციალური კომისია ათ პრეტენდენტს ირჩევს, ნომინანტებს კი აი, რა "მოეთხოვებათ": უნდა იყოს მინიმუმ 29 წლის, ფეხბურთის ისტორიაში სიტყვა ჰქონდეს ნათქვამი და ზურგს გამორჩეული კარიერაც უმაგრებდეს. წლეულს ამ პრემიის პრეტენდენტთა შორის არიან დევიდ ბექჰემი, სამუელ ეტო'ო, ჯანლუიჯი ბუფონი, რაიან გიგზი, ფრანჩესკო ტოტი, რაული, კლარენს ზეედორფი, სტივენ ჯერარდი, დიდიე დროგბა და კარლეს პუიოლი.
"პრიზს ტოტი იმსახურებს. სამწუხაროდ, მეკარეებს სათანადოდ არ აფასებენ და ამიტომ ჯანლუიჯი ბუფონსაც გამოვარჩევდი. თუმცა წლევანდელ პრემიას სხვებზე მეტად ტოტი იმსახურებს", - თქვა რივერამ. მის არჩევანში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს – იტალიელმა კაცმა ათეულიდან თანამემამულეები გამოარჩია...
გარდა ამისა, Golden Foot-ის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში რივერამ თავისი თაობისა და ახლანდელი საფეხბურთო ვარსკვლავები შეადარა.
"უწინ ფეხბურთი ასე ათლეტური არ ყოფილა. პელე კი, როგორც იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ისე რჩება ასეთად. ის უკეთესია, ვიდრე მარადონა და ყველა დანარჩენი. თანამედროვე ფეხბურთელებს შორის კი უძლიერესები რუნი, მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ბოლო ორი წარმოუდგენლად ნიჭიერი და ტექნიკურია, მაგრამ გუნდისთვის 100 პროცენტით სასარგებლოები არ არიან. ამიტომაც უპირატესობას რუნის ვანიჭებს, რომელიც დაცვაშიც ჩადის და გუნდს ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება" – აღნიშნა ჯანი რივერამ.
განყოფილებები
ვალუტის კურსი
23-05-2012
|
1
|
EUR
|
2.0795
|
|
10
|
RON
|
4.6779
|
|
1
|
TRY
|
0.8927
|
ამინდი
თელავი
17
-
25
°C
ქუთასი
18
-
31
°C
თბილისი
15
-
26
°C
23-05-2012
ავტორები
რივერა: ტოტი საუკეთესოა
18:48 30-09-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
რუსთავის "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს"...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...
You must have Flash Player installed in order to see this player.
12:24 / 23-05-2012
"ლოს ანჯელეს გალაქსის" ნახევარმცველმა...
11:27 / 23-05-2012
"უხერხული" მოძრაობები აბრამოვიჩის შესრულებით.
11:18 / 23-05-2012
მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა მსოფლიოში...


