არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
სტუდენტურ დერბიში თსსუ-მ გაიმარჯვა
10:45 05-02-2012
სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის მორიგ მატჩში სტუდენტური დერბი შედგა, სადაც ერთმანეთს სტუ და "სამედიცინო" დაუპირისპირდნენ. საინტერესო მატჩში სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა იმარჯვა, რომელმაც "ტექნიკოსებს" 87:73 სძლია.

მატჩის პირველი ნახევარი სტუ-ს უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში თსსუ აქტიურად ათამაშდა და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით, 42:31 გავიდა. მატჩის მეორე ნახევარი კვლავ "მედიკოსთა" უპირატესობით წარიმართა, სტუ-მ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მარცხი განიცადა.

გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა.ნემანია ილიჩმა 21 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 16 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა. სტუ-ს შემადგენლობაში 14-14 ქულა მიითვალეს გელა კოპალიანმა და ზვიად ანთაძემ.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

კახა შენგელია: "მოხარულნი ვართ რომ ამ მნიშვნელოვან მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ. მიუხედავად წარმატებისა, მე არ ვარ ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი რადგან ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც არ ეპატიება უმაღლესი ლიგის გუნდს. ჩვენ შევეცდებით ამ ხარვეზების გამოსწორებას და უკეთესად ვითამაშებთ".

ზურაბ ტომარაძე: "აღვნიშნავ, რომ ჩვენს გუნდში მოხდა გადახალისება. დგუნდი დატოვა სასტარტო შემადგენლობის ორმა კალათბურთელმა, რაც რა თქმა უნდა ჩვენს შედეგებზეც აისახა. თუმცა, ჩვენი გუნდი გაძლიერდა და ლუკა ნოზაძითა და გელა კოპალიანით. მიუხედავად ამისა, ვთვლი რომ ბევრი შეცდომა დავუშვით. შევეცდებით მათ გამოსწორებას და გულშემატკივარს უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ჩვენი მიზანი კალათბურთელების პროფესიონალიზმის ამაღლებაა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სუპერლიგის დახმარებას".

მიხეილ ჭოჭუა: " ვულოცავ ჩვენს ახალ მწვრთელს გამარჯვებას. მიუხედავად ცვილებებისა ჩვენმა გუნდმა შეძლო და გამარჯვება მოიპოვა".

ლუკა ნოზაძე: "გამოვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს და შევეცდებით უკეთესად ვიასპარეზოთ სუპერლიგის დანარჩენ შეხვედრებში, რათა მოვხვდეთ საუკეთესო 8 გუნდს შორის".

superleague.ge
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
სასწრაფოდ! 1-ოთახიანი, იზოლირებულს, უავეჯოდაც, თუ საჭიროა გავუკეთებ კოსმეტიკურ რემონტს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 2(9), 90 კვ.მ. თეთრი კარკასი მშენებარე 1-სადარბაზოიანი...
4-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 3(5), 100 კვ.მ. გარემონტებული მიშენებით. ფასი: 60000...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...