5 სექტემბერს ფიბა-ევროპამ ევრობასკეტი-2011-ის მონაწილე გუნდების რაოდენობის 16-დან 24-მდე გაზრდა გადაწყვიტა. შესაბამისად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები გაისად ევროფორუმზე იასპარეზებს. სწორედ ამიტომ ლიტვაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისადმი ქართველთა ინტერესი გაათმაგდა.
თვის დასაწყისში მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე კი გაზარდეს, მაგრამ ბურუსით იყო მოცული უამრავი საინტერესო საკითხი: ევროპის ჩემპიონატის ფორმატი, ტურნირის გამართვის ვადები, წილისყრის თარიღი...
ფიბა-ევროპას ბურუსის გასაფანტად 20 დღეც არ დასჭირდა, გაირკვა, რომ წილისყრა 25 იანვარს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში
გაიმართება, დაზუსტდა გათამაშების ფორმატი და შეჯიბრების ყველა თარიღი.
***
დავიწყოთ კალენდრით. როგორც წესი, ფიბა-ევროპა წინასწარ აქვეყნებს ევროპის ჩემპიონატის მატჩების განრიგს. შემდეგ ატარებს წილისყრას და ჯგუფში განაწილებისთანავე ირკვევა გუნდების კალენდარი. ეს ტრადიცია არც ამჯერად შეცვლილა - საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი ევროპის ჩემპიონატის წილისყრის დასრულებისთანავე გვეცოდინება.
აქამდე ვიცოდით, რომ ევროპის ჩემპიონატი 3 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გახსნამ სამი დღით გადმოიწია - ევრობასკეტი-2011 31 აგვისტოს დაიწყება. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი 31 აგვისტოს, 1 და 2 სექტემბერს ჩატარდება, 3-ში ყველა ჯგუფში დასვენებაა, დარჩენილი ორი თამაში კი 4 და 5 სექტემბერს გაიმართება.
მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები 7 სექტემბერს დაიწყება, ხოლო მეოთხედფინალები - 14-ში. ფინალური შეხვედრა 18 სექტემბერს იგეგმება. ასე რომ, ევროფორუმი 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასტანს.
***
ტურნირის დასაწყისის სამი დღით გადმოწევის მიზეზი ფორმატია. ერთი ვარიანტის მიხედვით, 24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფად უნდა გაყოფილიყო, საიდანაც საუკეთესო ოთხეულები მერვედფინალებს ითამაშებდნენ. ასეთ შემთხვევაში ფინალისტ გუნდებს 9 მატჩის ჩატარება მოუწევდათ და ტურნირიც 3 სექტემბერს დაიწყებოდა.
საბოლოოდ დამტკიცდა მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვით ფინალისტ გუნდებს 11 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. ამიტომაც გადაწყდა ჩემპიონატის 31 აგვისტოს დაწყება. ეს ფორმატიც 24 ნაკრების ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად განაწილებას ითვალისწინებს, თუმცა მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო, ანუ 12 ნაკრები გავა, რომლებიც ორ ჯგუფად დაიყოფიან. ერთი ჯგუფიდან გადასულ სამეულებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ. მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისია ოთხეულში მოხვედრა. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი...
***
დაველოდოთ 25 იანვარს და ვნახოთ, საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად წილისყრა ვის არგუნებს. მანამდე ვავეცნოთ განთესვის შედეგებს, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათშია.
I კალათი: თურქეთი, ლიტვა, სერბეთი, ესპანეთი.
II კალათი: რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, საფრანგეთი.
III კალათი: ხორვატია, გერმანია, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათი: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.
V კალათი: იტალია, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი.
VI კალათი: ბოსნია, ლატვია...
მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ. ეს შეჯიბრება 3-24 აგვისტოს მიმოსვლის სისტემით გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
განყოფილებები
ვალუტის კურსი
23-05-2012
|
1
|
EUR
|
2.0795
|
|
10
|
RON
|
4.6779
|
|
1
|
TRY
|
0.8927
|
ამინდი
თელავი
17
-
25
°C
ქუთასი
18
-
31
°C
თბილისი
15
-
26
°C
23-05-2012
ავტორები
ევრობასკეტში ყველაფერი გაირკვა! ფორმატი, განრიგი, წილისყრა
09:48 24-09-2010
მკითხველის კომენტარები (1)
11:42 01-10-2010
ლიტვა, სლოვენია, ბელგია, საქართველო, ბულგარეთი, ლატვია იქნებოდა იდეალური ჯგუფი ჩვენთვის
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
რუსთავის "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს"...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...
You must have Flash Player installed in order to see this player.
12:24 / 23-05-2012
"ლოს ანჯელეს გალაქსის" ნახევარმცველმა...
11:27 / 23-05-2012
"უხერხული" მოძრაობები აბრამოვიჩის შესრულებით.
11:18 / 23-05-2012
მამაკაცების ჟურნალმა Maxim-მა მსოფლიოში...


