არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
თორნიკე შენგელია: შესაძლოა გუნდთან ვარჯიში მომავალ კვირაში განვაახლო
09:03 20-01-2012
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია ამ დღეებში ტრავმირებულ ფეხზე რენტგენს გადაიღებს და თუკი ყველაფერი მწყობრში ექნება, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. ახლა კი იგი ინდივიდუალურად - ტრენაჟორებზე და აუზში ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფორვარდმა ტრავმა დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და გაბზარული ძვლით ერთი შეხვედრაც ითამაშა. დღეს შენგელიას ბელგიაში შევეხმიანეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოვკითხეთ.

- თვეზე მეტი გავიდა, რაც ტრავმა მაქვს და ექიმებმა გაბზარული ძვლის მდგომარეობა ხელახლა უნდა შეამოწმონ. როგორც მითხრეს, რენტგენს კვირას, ან ორშაბათს გადავიღებ. თავდაპირველი ვარაუდით, 2 თვე, შესაძლოა, მეტიც, ფეხს ვერ დავტვირთავდი, თუმცა ექიმებმა თქვეს, რადგან ახალგაზრდა ხარ, შესაძლოა, გაბზარული ძვლის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე მოხდეს და მხოლოდ ერთი თვე მოგიწიოს უქმად ყოფნაო.

- თავად როგორ გრძნობ, ძვალი შეხორცებული იქნება?
- რა შედარებაა, ახლა უკეთესად ვარ. თავიდან სიარულის დროს ფეხი მტკიოდა, ახლა კი ტკივილს აღარ ვგრძნობ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა ყველაფერი მწყობრში იყოს და ექიმებმა გუნდთან შეერთების საშუალება მომავალ კვირაში მომცენ.

- ტრავმის შემდეგ რას აკეთებდი, ვარჯიში საერთოდ აგიკრძალეს?
- ფეხზე ძვალი გაბზარული რომ მქონდა, გვიან გავიგე და ასეთ მდგომარეობაში ერთი მატჩი ვითამაშე. დიაგნოზი რომ დამისვეს, ექიმებმა ფეხის დატვირთვა სასტიკად ამიკრძალეს, რათა ტრავმა კიდევ უფრო არ გამრთულებოდა. რამდენიმე დღე მთლიანად დავისვენე, შემდეგ კი ისეთ ვარჯიშებს შევუდექი, რომლის დროსაც ფეხს ძალა არ ადგებოდა. ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე, ასევე აუზში.

- გუნდთან ვარჯიშის ნება რომ დაგრთონ, ძველებურ ფორმაში შესასვლელად რამდენი ხანი დაგჭირდება?
- ძნელი სათქმელია, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი დრო არ უნდა დამჭირდეს, რადგან ყველანაირად ვცდილობდი, ფიზიკური ფორმა შემენარჩუნებინა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
სასწრაფოდ! 1-ოთახიანი, იზოლირებულს, უავეჯოდაც, თუ საჭიროა გავუკეთებ კოსმეტიკურ რემონტს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 2(9), 90 კვ.მ. თეთრი კარკასი მშენებარე 1-სადარბაზოიანი...
4-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 3(5), 100 კვ.მ. გარემონტებული მიშენებით. ფასი: 60000...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...