არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ზაზას ფაჩულიას მოქმედება საუკეთესო ეპიზოდთა შორის მოხვდა
10:59 02-02-2012
"ატლანტა ჰოქსის" მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ აცტეკების (მათი მთავარი ღვთაება გველის სახით გამოისახებოდა) ენაზე ალაპარაკდა:
- ჯო ჯონსონი გველის თავია, რომელიც მეტოქეებს ყველაზე დიდ დარტყმას აყენებს. თუმცა მხოლოდ ჯო ვერაფერს გახდება, თუ დანარჩენებმაც ხელი არ შეუწყეს.

"ტორონტოსთან" არაერთი თავისუფალი ტყორცნის საშუალება მოგვეცა და ყველა გამოვიყენეთ. კარგია, რომ ჩვენი შეტევების შეჩერება ბევრისთვის გადაუჭრელი ამოცანაა.

იოლი მისახვედრია, ჯორჯიელთა მწვრთნელი ასე თამამად მხოლოდ დიდი სხვაობით მოგებული მატჩის შემდეგ ილაპარაკებდა.

"ატლანტამ" ზედიზედ მეორე გასვლით მატჩში მოითავა საქმე მესამე პერიოდში და "ნიუ ორლეანის" კვალდაკვალ კანადური "ტორონტო რეპტორსი" დამაჯერებლად დაამარცხა (100:77). განსაკუთრებით ეფექტურად ჯორჯიელებმა მეორე პერიოდის დასკვნითი მონაკვეთი ჩაატარეს, როცა 20:6 გაიქცნენ.

ამ ეპიზოდში 4 ქულა ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე იყო. ქართველმა ცენტრმა აკურატულად ითამაშა: 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, არ დაჯარიმებულა და მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი. საყურადღებოა ისიც, რომ ზაზამ 6 ქულა საშუალო დისტანციიდან ტყორცნებით მოაგროვა.

არადა გასულ სეზონში მას მწვრთნელი მხოლოდ ფარქვეშიდან შეტევას სთხოვდა. შეიძლება გახსოვთ კიდეც, გაზაფხულზე "ჩიკაგოსთან" მატჩისას შორეული ორქულიანის აცილების შემდეგ ლარი დრიუმ ფაჩულია დაუყოვნებლივ გამოცვალა, არადა შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ცვლილებას მწვრთნელსა და კალათბურთელს შორის შელაპარაკება მოჰყვა. თუმცა, როგორც ზაზამ გვითხრა, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა.

მას მერე ზაზამ სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, უფრო თამამადაც ესვრის და მწვრთნელსაც დაუმტკიცა, რომ ჩაგდება სამწამიანი ზონის გარედანაც შეუძლია. მესამე პერიოდში ზაზას მოქმედება საუკეთესო ეპიზოდთა შორის მოხვდა: საჯარიმოს რგოლთან ჯეფ ტიგისგან ბურთი მიიღო, ფარქვეშ მარჯვენა მხრიდან შევიდა და ტრიალით, ზურგსუკნიდან ჩააგდო - 62:43.

ისევე როგორც "ნიუ ორლეანთან", მწვრთნელს მეოთხე პერიოდში სასტარტოები აღარ დასჭირვებია.

ჯო ჯონსონმა ტორონტოელი "რეპტილიები" 30 ქულით "დაკბინა" (30 წუთში). ასევე დაამრგვალეს ტიგმა, ფაჩულიამ და უილიამსმა - 10-10 ქულა, ხოლო მაკგრეიდიმ 15 ჩააგდო. ამერიკელმა სტატისტიკოსებმა ისტორია ამოქექეს და აღმოაჩინეს, რომ 5 გასვლით მატჩში 4 მოგება "ატლანტას" 1968 წლის შემდეგ არ ჰქონია. კომენტარისთვის მერვინ უილიამსს მიმართეს... 1968-ში დაბადებულიც არ ვიყავიო, მოკლედ მოუჭრა მერვინმა.

2 თებერვალს "ჰოქსი" "ფილადელფიას" უმასპინძლებს. 21 იანვრის შემდეგ ატლანტელები შინ პირველად ითამაშებენ.

ტორონტო-ატლანტა 77:100
ზაზა ფაჩულია: 26 წუთი, 10 ქულა (6-დან 5 ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 შეცდომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
სასწრაფოდ! 1-ოთახიანი, იზოლირებულს, უავეჯოდაც, თუ საჭიროა გავუკეთებ კოსმეტიკურ რემონტს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 2(9), 90 კვ.მ. თეთრი კარკასი მშენებარე 1-სადარბაზოიანი...
4-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 3(5), 100 კვ.მ. გარემონტებული მიშენებით. ფასი: 60000...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...