არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი შერმადინმა "მაქაბი" დასცეს
10:12 03-02-2012
ევროლიგაზე გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ისრაელის "მაქაბის" უმასპინძლა და 82:74 დაამარცხა.

ისევე როგორც "ჟალგირისთან" წინა ტურის მატჩში, იტალიელებს გამარჯვებისკენ კვლავ ქართველები გაუძღვნენ. ყველაზე სასარგებლო სამი კალათბურთელი იყო: ვლადიმირ მიკოვი (მქკ: 24), შერმადინი (20) და მარკოიშვილი (16).

გიორგის ანგარიშზე 25 წუთში 13 ქულა (9/4 ორქულიანი, 5/5 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი, 2 დაფარება იყო.

მანუჩარმა 29 წუთში 11 ქულა (5/3 ორიანი, 4/1 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოინაგრა. მიკოვმა 17 ქულას 9 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ბოლო წუთზე ამ ტრიომ "მაქაბის" თამაშის გადარჩენაზე ფიქრის შანსიც არ მისცა: შეტევაში ბურთი ჯერ შერმადინმა მოხსნა, შემდეგ მანუჩარმა, ბოლოს სერბმა.

მანამდე, მეოთხე პერიოდი შერმადინის 4 ქულით გაიხსნა და "კანტუ" 70:60 დაწინაურდა. "მაქაბიმ" იმდენი მოახერხა, რომ ჩამორჩენა 4-მდე დაიყვანა, თუმცა ბაზილეს სამქულიანს მანუჩარმა შორეული ორიანი მიამატა - 77:68 (სირენამდე 3:30 წუთით ადრე).

მეორე პერიოდში ჯერ გიორგის პასით მანუმ მიითვალა სამქულიანი, შემდეგ პირიქით - მანუჩარის პასით შერმადინმა ჩააგდო ჯარიმიანი ორქულიანი.

სწორედ ამ დროს აუწია ხმა ინგლისელმა კომენტატორმა: დიდებული ქართული კომბინაციები ვიხილეთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
სასწრაფოდ! 1-ოთახიანი, იზოლირებულს, უავეჯოდაც, თუ საჭიროა გავუკეთებ კოსმეტიკურ რემონტს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 2(9), 90 კვ.მ. თეთრი კარკასი მშენებარე 1-სადარბაზოიანი...
4-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 3(5), 100 კვ.მ. გარემონტებული მიშენებით. ფასი: 60000...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...