არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
ზაზა ფაჩულია: ჩავარდნებს ვერ ავცდებით
16:28 04-02-2012
თითქმის ერთი თვე გაძლო "ატლანტა ჰოქსმა" საკუთარ მოედანზე დაუმარცხებლად - "ფილიპს არენაზე" ზედიზედ ექვსი მოგებული მატჩის შემდეგ "ქორები" "გრიზლებმა" დატორეს.

საშინაოზე რომ არაფერი ვთქვათ, ჯორჯიელებს ბოლო სამი მატჩი სტუმარაც მოგებული ჰქონდათ. "მემფის გრიზლისმა" განსაკუთრებით შედეგიანად მეორე და მესამე პერიოდებში ითამაშა და ამ მონაკვეთში მასპინძლებს 58:26 აჯობა. მეოთხე პერიოდის წინ "ატლანტას" თავკაცმა ლარი დრიუმ კაპიტულაცია გამოაცხადა და ზაზა ფაჩულიას გარდა ყველა სასტარტო დაასვენა. 96:77 სტუმართა სასარგებლოდ.

ფაჩულიას ესპანელი მარკ გასოლის მეურვეობა უწევდა, რაც წლიდან წლამდე მეტად რთული ამოცანა ხდება. ასეა თუ ისე, გასოლმა 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 27 წლის ქართველი ცენტრის გარჯაზე წარმოდგენას მისი თანაგუნდელი ვილი გრინის სიტყვები გვიქმნის:

- მარკ გასოლის წინააღმდეგ ზაზა ფაჩულია თამაშობდა. ქართველმა თავისი საქმე კარგადაც შეასრულა, მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი საკმარისი არ აღმოჩნდა - საჭირო იყო გუნდური მოქმედება. რაც დღეს სერიიოზულ პრობლემაც იქცა.

კომენტარი გააკეთა ზაზა ფაჩულიამაც:

- როცა წინ მარათონული სეზონია, მსგავს ჩავარდნებს თავს ვერ დააღწევ. თუმცა ეს თავის გასამართლებლად არ გამოგვადგება. "ატლანტა" კარგი გუნდია, რომელსაც გადაჯგუფება ყოველ მატჩში უნდა შეეძლოს. დღეს "მემფისი" ჩვენზე ენერგიულად გამოიყურებოდა, ბურთსაც ჭრიდა და ქულებსაც აგროვებდა. სათანადოდ ხელის შეშლა გაგვიჭირდა.

4 თებერვალს "ატლანტა" უშუალო კონკურენტ "ფილადელფიას" მიიღებს. სადღეისოდ ორივე გუნდს 16-16 მოგება აქვს, წაგებების რაოდენობით კი ჯორჯიელები (7 მარცხი) მეტოქეს ერთით უსწრებენ.

ატლანტა-მემფისი 77:96
ზაზა ფაჩულია: 21 წუთი, 7 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა, 1 პასი, 1 შეცდომა, 3 ფოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
3-ოთახიანი, ქალაქური პრ. 1(8), 85 კვ.მ. სუფთა ფასი: 52000 $...
2200 კვ.მ. მიწის ნაკვეით ქ. თელავში, ვარდისუბანში, შუამთასთან ახლოს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 4(5), 90 კვ.მ. სარემონტო კუთხის, მაღალჭერიანი, კარგი,...
სასწრაფოდ! 1-ოთახიანი, იზოლირებულს, უავეჯოდაც, თუ საჭიროა გავუკეთებ კოსმეტიკურ რემონტს. ფასი:...
3-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 2(9), 90 კვ.მ. თეთრი კარკასი მშენებარე 1-სადარბაზოიანი...
4-ოთახიანი, ხრუშჩოვის პრ. 3(5), 100 კვ.მ. გარემონტებული მიშენებით. ფასი: 60000...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...