არქივის კალენდარი
ვალუტის კურსი
23-05-2012
EUR
1
EUR
2.0795
RON
10
RON
4.6779
TRY
1
TRY
0.8927
ამინდი
თელავი 17 - 25 °C
img
ქუთასი 18 - 31 °C
img
თბილისი 15 - 26 °C
img
23-05-2012
LIVESCORE.in
"ლეიკერსი" რამონ სეშენსის შეძენას ფიქრობს
14:02 01-02-2012
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ხელმძღვანელობა "კლივლენდის" ბოსებს დაუკავშირდა იმის გასაგებად, რამდენად შესაძლებელია მცველ რამონ სეშენსის შეძენა. 25 წლის კალათბურთელთან "კავალიერზს" ამ სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ამ სეზონში სეშენსის ხელფასი 4.3 მილიონ დოლარს უტოლდება.


სეშენსი, რომელიც "მაიამიმ" 2007 წელს 56-ე ნომრად აირჩია, ამ სეზონში საშუალოდ 9.1 ქულასა და 4.3 შედეგიანი გადაცემას აგროვებს.

* * *
ამასობაში, კალიფორნიული კლუბის შეფობამ, შესაძლოა, გენერალური მენეჯერის მიტჩ კუპჩაკის თანამდებობიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღოს. 57 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობას 2000-01 წლების სეზონიდან იკავებს, როცა "ლეიკერსის" გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე ჯერი უესტი შეცვალა.

ამ მომენტისთვის "ლეიკერსი" მეშვიდე ადგილზეა დასავლეთის ცხრილში.

* * *
"მინესოტასა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა რიკი რუბიომ და "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა სანაძლეო დადეს. ორი დღის წინ "ვულვზი" და "ლეიკერსი" რეგულარულ ჩემპიონატში შეხვდნენ ერთმანეთს და მატჩის შემდეგ რიკიმ და კობიმ კამათი გააჩაღეს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა წერს.

ბრაიანტი (მიმართავს პაულ გასოლსა და რუბიოს): ოლიმპიადაზე მეკითხებოდით?
გასოლი: კი.
რუბიო: შენ აპირებ თამაშს?
ბრაიანტი: კი.
რუბიო: ვერცხლის მედლებს მიიღებთ და შენ ეს კარგად იცი.
ბრაიანტი: სანაძლეოს გთავაზობ. თუ მე მოვიგე, ბარსელონას გასაღებს მივიღებ.
რუბიო: მზად ვარ ყველაფერი ჩამოვიდე.
ბრაიანტი: მოვილაპარაკეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
12:30 / 16-05-2012
სასარგებლოა თუ არა ძეხვეული? ძეხვეულის...
15:40 / 15-05-2012
მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი...
15:33 / 15-05-2012
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი...
ფოტოგალერეა
სასწრაფოდ! 2-ოთახიანი, ინდივიდუალური პრ. 1(1), 30 კვ.მ. სუფთა იტალიურ ეზოში,...
1-ოთახიანი, 20 კვ.მ. ფასი: 2000 $ ტელ: 593947631, 032246766 ნინო
1-ოთახიანი, ჩეხური პრ. 2(9), 47 კვ.მ. სუფთა გლდანის მე-5 მიკრორაიონში,...
სასწრაფოდ! მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. ორხევში, თეთრიხევის დასახლებაში. ტელ: 558768687,...
1-ოთახიანი, 3(9), 30 კვ.მ. ვაკის საცურაო აუზის უკან, რუსეთის საელჩოსთან,...
სასწრაფოდ! 160 კვ.მ. მალაკნების ბაზართან, 630 კვ.მ. 2 სართულიანი ახალაშენებული...
14:18 / 22-05-2012
წინა კვირას საჯარო...
09:52 / 18-05-2012
სანამ გაალმასებულები კომენტარების...