დღეისათვის საქართველოს საუკეთესო პროფესიონალ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ისევ რინგზე ვიხილავთ - შაბათს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში "ჩაქუჩა" მასპინძელ სერგეი ხომიცკის შეხვდება. საშუალოწონოსანთა (72,6 კგ-მდე) ეს ორთაბრძოლა კლუბ "რეაქტორის" საღამოს მთავარი დაპირისპირებაა, თუმცა ჩვენებურებს სხვა ორთაბრძოლებშიც ვიხილავთ: ქვემძიმე წონაში (79,4 კგ-მდე) გიორგი ადუაშვილი 8-რაუნდიან მატჩს გამართავს ბელარუსის სახელით მოასპარეზე მაგომედ არიპგაჯიევთან. მსუბუქ წონაში (59 კგ) გიორგი მჭედლიშვილი 6-რაუნდიან ორთაბრძოლაში ევროპის ყოფილ ჩემპიონ სერგეი გულიაკევიჩს (ბელარუსი) დაუპირისპირდება. საშუალო წონაში მიხეილ ხუციშვილი მინსკელ სერგეი რაბჩენკოს შეხვდება (6 რაუნდი, 69,9 კგ).
ხურციძისა და ხომიცკის ორთაბრძოლა 10-რაუნდიანი იქნება და ის საღამოს დაასრულებს. ავთანდილ ხურციძე ვბა-ს ინტერკონტინენტური ქამრის და ება-ს ევროპული ქამრის მფლობელია. პროფესიონალებში მან 24-დან 21 შეხვედრა მოიგო (12 ნოკაუტით), ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო. ხომიცკი 35 წლისაა, მან 30-დან 21 ბრძოლა მოიგო (9 ნოკაუტით), ერთი ფრედ დაასრულა და 7 წააგო. საშუალო წონის მსოფლიო რეიტინგში ბელარუსი მოკრივე 22-ე პოზიციაზეა, ხოლო ქართველი - 29-ეზე. ხომიცკის 204 ქულა აქვს, ხურციძეს - 188. მატჩისწინა პრესკონფერენცია და აწონვა მინსკის სასტუმრო "ქროუნ პლაზაში" დღეს გაიმართება.
პარასკევს კიდევ ერთი ჩვენი მოწინავე მოკრივე ავა რინგზე, კრეისერის წონაში მოასპარეზე იაგო კილაძე დონეცკში ვბს-ს ვერსიით ახალგაზრდული ინტერკონტინენტური სარტყლისთვის იბრძოლებს. 10-რაუნდიან დაპირისპირებაში იაგოს მეტოქე ლატვიელი არტურს კულიკაუსკისია (11 ბრძოლა: 7 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება). შეგახსენებთ, რომ კილაძე პროფესიონალებში დაუმარცხებელია - 14-დან 14 მოგება (10 ნოკაუტით!). ახალგაზრდა ქართველი უკვე 83-ეა კრეისერის წონაში მსოფლიო რეიტინგში.
ლელო
განყოფილებები
ვალუტის კურსი
04-02-2012
|
1
|
EUR
|
2.1988
|
|
100
|
RUB
|
5.5188
|
|
1
|
USD
|
1.6688
|
ამინდი
თელავი
6
-
12
°C
ქუთასი
3
-
9
°C
თბილისი
-5
-
1
°C
04-02-2012
ავტორები
ბოლო კომენტარები
16:03 04-02-2012
მოკლედ ხალხო. ერთი რამის თქმა შეიძლება მხოლოდ: მაგარ მძღ.... ში...
13:42 04-02-2012
13:35 04-02-2012
ხურციძე მინსკში, კილაძე დონეცკში
18:31 29-07-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის...
ბედიის ტაძარში ქართველი მეფის...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა
22:36 / 31-01-2012
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა...
გამოკითხვა
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:21 / 04-02-2012
გაზეთ "ყველა სიახლის" სპეციალური...
11:54 / 04-02-2012
მადონას ახალი ნამუშევარი 24...
17:43 / 03-02-2012
მედიკოსები განმარტავენ რომ ანტიდეპრესანტები ...
ამბობს, რომ წიგნს საოცარი განცდები მოაქვს....
ქართული ტრადიციული კერძების ისტორია ჯერ კიდევ...
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა მარილი". არადა, სახლში...


