არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2012 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 1234
ვალუტის კურსი
09-02-2012
EUR
1
EUR
2.2122
RUB
100
RUB
5.6168
USD
1
USD
1.6678
ამინდი
თელავი -2 - 8 °C
img
ქუთასი -4 - 4 °C
img
თბილისი -7 - -2 °C
img
09-02-2012
ბოლო კომენტარები
LIVESCORE.in
პაკიაოს მეცხრე მექსიკელი
21:12 01-09-2010
ქვესაშუალო წონაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ფილიპინელმა მენი პაკიაომ და სამ წონით კატეგორიაში მექსიკელმა ექსჩემპიონმა ანტონიო მარგარიტომ ლოს ანჯელესში 13 ნოემბერს გასამართი ბრძოლისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია შეკრიბეს.

"კიდევ ერთ მექსიკელთან ჩხუბის შესახებ გადაწყვეტილება მე არ მიმიღია – უბრალოდ, გარემოებებმა მოიტანა. მე მოკრივე ვარ და ჩემი საქმე რინგზე ჩხუბია. კრივის მოყვარულები ბრწყინვალე ორთაბრძოლის მოწმეები გახდებიან. დარწმუნებული ვარ, მარგარიტო დამეხმარება ჭეშმარიტი შოუს დადგმაში. ანტონიო არის ნიჭიერი, აგრესიული მოკრივე, ვისი ბრძოლების ხილვა კრივის ნებისმიერ დამფასებელს სიამოვნებას ანიჭებს", - თქვა პაკიაომ, ვინც "კიდევ ერთი მექსიკელი" იმიტომ თქვა, რომ პროფესიულ რინგზე გატარებულ 15 წელიწადში 8 მექსიკელთან მოასწრო შერკინება.

მარგარიტოც ლამაზი ბრძოლის მოლოდინშია: "თავდაპირველად ასეთი ბრძოლის ორგანიზატორებისთვის მადლობის თქმა მსურს – ბობ არუმი და საპრომოუტერო კომპანია Top Rank რომ არა, პაკიაოს ვერ შევხვდებოდი. მადლობა მენისაც, ბრძოლაზე რომ დამთანხმდა. რაც ადრე იყო, წყალს გავატანოთ. აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ. მაგარი შოუ იქნება, რომლის გამოტოვება არ შეიძლება".

მარგარიტომ ბობ არუმი ახსენა და პრესკონფერენციის მსვლელობისას სახელგანთქმულ საკრივო პრომოუტერს მეტად უსიამოვნო შეტყობინება მისვლია – მისი ვაჟი სიეტლის მახლობლად მეგობრებთან ერთად მთაში წასულა და დაიკარგა. მაშველებმა ახალგაზრდების კვალს ჯერაც ვერ მიაგნეს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
22:07 / 17-01-2012
ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა