ფიდეს პრეზიდენტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2011 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პრეტენდენტთა მატჩ-ტურნირი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ყაზანში გადააქვთ, რადგან სომეხმა დიდოსტატმა ლევონ არონიანმა ბაქოში ჩასვლა იუარა. მოლაპარაკების თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს ერთი ნომინანტი შეუნარჩუნდება. ეს გახლავთ შაჰრიარ მამედიაროვი. მასთან ერთად ამჟამინდელ ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ: ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი), მაგნუს კარლსენი (ნორვეგია), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი), ლევონ არონიანი (სომხეთი), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), ბორის გელფანდი (ისრაელი) და გატა კამსკი (აშშ).
ფიდეს ინფორმაციის გავრცელებისთანავე ტოპალოვმა უარი თქვა რუსეთში თამაშზე, რასაც ორიოდე დღეში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მენეჯერის სილვიო დანაიოლოვის სენსაციური განცხადება მოჰყვა: "ჩვენი ნათქვამი არასწორად გაიგეს. Ьოპალოვი რუსეთში თამაშის წინააღმდეგი არ არის. იგი ჩავა ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე და ბულგარეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. უბრალოდ, ტოპალოვს არ სურს ითამაშოს მატჩი რუს მოჭადრეკესთან, თუ ეს პაექრობა ტიტულისთვის ბრძოლასთან იქნება დაკავშირებული".
როგორც ჩანს, საჭადრაკო სამყაროში ისევ არეულობაა მოსალოდნელი: აქეთ ფიდეს საპრეზიდენტო სკამისთვისაა გაწევ-გამოწევა, იქით - პრეტენდენტთა მატჩ-ტურნირის მასპინძლობისთვის. საქმეში ბოლომდე აზერბაიჯანული მხარეც რომ ვერ გაერკვა, ფიდეს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ვებგვერდმა "აზერისპორტმა" ქართველ დიდოსტატს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს სთხოვა, რომელიც, მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის ვაჟთა ნაკრების კაპიტანია.
- ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ტურნირი აუცილებლად თათრეთში გაიმართება, - თქვა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. - საამისოდ შეთანხმებას ფიდემ, აზერბაიჯანმა და რუსეთმა უნდა მოაწერონ ხელი. არონიანთან დაკავშირებული პრობლემები უწინაც იყო. აქ საინტერესო ის არის, რომ ფიდეს გადაწყვეტილებას უმალ გამოეხმაურა ყაზანი. არადა, ბაქოს უკვე საწევროც შეტანილი აქვს.
რამდენადაც ვიცი, აზერბაიჯანისთვის მთავარია, ნომინანტის მეორე ადგილი შეინარჩუნოს. ტურნირი ყაზანშიც რომ გადაიტანონ, აზერბაიჯანიდან ორმა მოჭარაკემ უნდა იასპარეზოს. ოღონდ საამისოდ რუსეთის მხარემ უნდა განაცხადოს, რომ წინააღმდეგი არ არის.
- გამოდის, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას...
- დანაილოვთან მაქვს შეკითხვა: რუსეთი რატომ არის ტურნირის გამართვით დაინტერესებული? რატომ ხარჯავენ მილიონ ევროს – უბრალოდ, ჭადრაკის გასავითარებლად თუ სხვა ჩანაფიქრი აქვთ?
- ბაქოში ჩამოსვლაზე მაგნუს კარლსენიც უარზეა. როგორც ამბობენ, ამას გარი კასპაროვის ზეგავლენით აკეთებს...
- ცნობილია, რომ ნორვეგიელმა დიდოსტატმა მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩისა და პრეტენდენტთა ტურნირისთვის 2 მილიონი ევრო მოითხოვა. მართალია, იგი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, მაგრამ ამხელა პრეტენზიის უფლება არ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
განყოფილებები
ვალუტის კურსი
04-02-2012
|
1
|
EUR
|
2.1988
|
|
100
|
RUB
|
5.5188
|
|
1
|
USD
|
1.6688
|
ამინდი
თელავი
6
-
12
°C
ქუთასი
3
-
9
°C
თბილისი
-5
-
1
°C
04-02-2012
ავტორები
ბოლო კომენტარები
16:03 04-02-2012
მოკლედ ხალხო. ერთი რამის თქმა შეიძლება მხოლოდ: მაგარ მძღ.... ში...
13:42 04-02-2012
13:35 04-02-2012
რატომ ხარჯავენ მილიონ ევროს?
10:12 30-07-2010
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის...
ბედიის ტაძარში ქართველი მეფის...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა
22:36 / 31-01-2012
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა...
გამოკითხვა
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
You must have Flash Player installed in order to see this player.
16:21 / 04-02-2012
გაზეთ "ყველა სიახლის" სპეციალური...
11:54 / 04-02-2012
მადონას ახალი ნამუშევარი 24...
17:43 / 03-02-2012
მედიკოსები განმარტავენ რომ ანტიდეპრესანტები ...
ამბობს, რომ წიგნს საოცარი განცდები მოაქვს....
ქართული ტრადიციული კერძების ისტორია ჯერ კიდევ...
31 იანვარს თბილისს ნამდვილად "აკლდა მარილი". არადა, სახლში...


