განყოფილებები
არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2012 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 1234
ვალუტის კურსი
07-02-2012
EUR
1
EUR
2.1775
RUB
100
RUB
5.5179
USD
1
USD
1.6682
ამინდი
თელავი 7 - 14 °C
img
ქუთასი 4 - 10 °C
img
თბილისი -6 - -2 °C
img
07-02-2012
LIVESCORE.in
ფიდეს რჩეულნი
13:09 01-09-2010
საპირველსექტემბროდ, ტრადიციისამებრ (ორ თვეში ერთხელ), ფიდემ გუშინ გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა რეიტინგები. ვაჟთა ასეულს 2826 პუნქტით ისევ ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი მეწინავეობს. პირველ ათეულში შემდეგ მოდიან: ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი)-2803, მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი)-2800, ლევონ არონიანი (სომხეთი)-2783, ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი)-2780, პაველ ელიანოვი (უკრაინა)-2761, ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-2760, შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-2756, ვასილი ივანჩუკი (უკრაინა)-2754, ბორის გელფანდი (ისრაელი)-2751. ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა 2710 პუნქტით ოცდამეათეა. პირველ ასეულში ვაჟთაგან სხვა არავინ გვყავს.

ქალების რეიტინგს 2682 პუნქტით სათავეში იუდით პოლგარი (უნგრეთი) უდგას. სასიამოვნოა, რომ ბოლოდროინდელი წარმატებებით ქართველი დიდოსტატის ნანა ძაგნიძის რეიტინგმა 2534-ს მიაღწია, რითაც პირველ ათეულში მე-9 ადგილზე დამკვიდრდა და რუს მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (2524) გაუსწრო. ათეულში ამ სამ მოჭადრაკესთან ერთად არიან ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-2593, ჰოუ იფანი (ჩინეთი)-2578, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)-2573, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი)-2565, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-2551, კატერინა ლახნო (უკრაინა)-2539, ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-2535.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ 2500 პუნქტით მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველთაგან პირველ ასეულში ასევე შედიან: ბელა ხოტენაშვილი _ 2464, ლელა ჯავახიშვილი-2451, სალომე მელია-2439, ნინო ხურციძე-2435, ანა მათნაძე-2428, სოფიკო ხუხაშვილი-2422, ნინო ბაციაშვილი-2390, თამარ წერეთელი-2384, ნაზი პაიკიძე-2376, მირანდა მიქაძე-2375, ინგა ჭარხალაშვილი-2375.

20 წლის მოჭადრაკე ვაჟთა ოცეულში ჩვენებურთაგან არავინაა, გოგონებში კი ნაზი პაიკიძემ მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, სოფიკო გურამიშვილმა (2343) კი _ მეთოთხმეტეზე.


მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
22:07 / 17-01-2012
ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა