განყოფილებები
არქივის კალენდარი
«« თებერვალი 2012 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 1234
ვალუტის კურსი
08-02-2012
EUR
1
EUR
2.1915
RUB
100
RUB
5.5436
USD
1
USD
1.6679
ამინდი
თელავი -1 - 8 °C
img
ქუთასი -4 - 5 °C
img
თბილისი -7 - -4 °C
img
08-02-2012
ბოლო კომენტარები
LIVESCORE.in
ბასმა გორაჩიჩს აჯობა
13:21 01-09-2010
ნოვი სადში სერბეთის მოჭადრაკე ქალთა გუნდური ჩემპიონატის მე-8 ტურში ერთპიროვნული ლიდერი "იელიცა გორაჩიჩი", რომლის პირველ დაფაზეც ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე თამაშობს, საკმაოდ სუსტი მოჭადრაკეებით დაკომლექტებულ ბელგრადის "პოლიტიკას" დაუზავდა და, ფაქტობრივად, ორი ქულა დაკარგა. ძაგნიძემ კატერინა ტადიჩი დაამარცხა, კორაჩიჩელმა სანდრა დუკიჩმა სანია ვუკსანოვიჩს სძლია, მაგრამ ანჟელიკა სტოიანოვიჩი და ლენა მილადინოვიჩი მარიანა მარიჩსა და ნადეჟდა სტოიანოვიჩს დანებდნენ.

მეორე ადგილზე მყოფმა "ბას ბელგრადმა" 3:1 მოუგო "რად ბელგრადს" და ლიდერთან ქულათა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გუშინ სწორედ პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ძაგნიძემ შავი ფიგურებით ქულა გაიყო ნატაშა ბოიკოვიჩთან, მისი თანაგუნდელები კი მეტოქეებთან დამარცხდნენ. საბოლოოდ "ბას ბელგრადმა" 3,5:0,5 გაიმარჯვა და 24 ქულით დაწინაურდა. "გორაჩიჩმა" 22 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე მყოფ "იუგოვიჩ-კორის" 21 ქულა აქვს.

ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტური დარჩა. დღეს ლიდერი მეექვსეადგილოსან "ზლატან ნოვა ვაროს", ნანას გუნდი კი მე-8 ადგილზე მყოფ "რად ბელგრადს" შეხვდება.



მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
22:07 / 17-01-2012
ხერხემალი ჩვენი სხეულის ძირითადი საყრდენი...
16:42 / 17-01-2012
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი...
14:02 / 12-01-2012
ქალებში შარდის შეუკავებლობაზე არაერთხელ გვისაუბრია,...
ფოტოგალერეა